სანდრო გურული "კარპატიდან" წავა

AutoSharing Option
რამდენიმე დღის წინ სანდრო გურულის ინტერვიუ შემოგთავაზეთ. ლვოვის "კარპატის" 26 წლის ქართველმა შემტევმა გვითხრა, რომ არასაკმაო სათამაშო პრაქტიკის გამო კლუბის ხელმძღვანელობასთან დალაპარაკებასა და მათი პოზიციის გაგებას აპირებდა.

"თუ "კარპატის" არ ვჭირდები, სხვა კლუბს მოვძებნი", - თქვა მაშინ გურულმა.

როგორც ჩანს, ამ საუბარმა მას კლუბის შეცვლის აუცილებლობა აფიქრებინა. უკრაინული პრესის ცნობით, დიდი ალბათობით, გურული "კარპატის" ამ ზამთარსვე დატოვებს.

ჯერჯერობით უცნობია, სანდრო უკრაინაში დარჩება თუ დასავლეთ ევროპაში დაბრუნდება. ისიც გასარკვევია, "კარპატი" მას გაყიდის თუ გაანათხოვრებს.

უკრაინის ამ ჩემპიონატში გურულის ანგარიშზე მხოლოდ 7
მატჩია, აქედან შეუცვლელად მან მხოლოდ ერთხელ ითამაშა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული