ბაჩანა ცხადაძეს ჩემპიონობა ურჩევნია

AutoSharing Option
გუშინ გაცნობეთ, რომ ბაჩანა ცხადაძე აზერბაიჯანის ჩემპიონატის დეკემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს და საზეიმო ვითარებაში დააჯილდოვეს, გუშინ კი ბაქოს "ინტერის" 24 წლის თავდამსხმელის კომენტარიც გავრცელდა.

"ეს აღიარება ძალიან გამიხარდა და მას ჩვენი კლუბის ერთგულ გულშემატკივრებს ვუძღვნი. ეს პრიზი ჩემთვის ნამდვილი საახალწლო საჩუქარია. თუმცა იმასაც ვაცნობიერებ, რომ ფეხბურთი გუნდური სახეობაა და მთავარია, რას მიაღწევ გუნდთან ერთად.

ასე რომ, პირად აღიარებაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის აზერბაიჯანის ჩემპიონობაა, რასაც, იმედია, ამ სეზონშივე მივაღწევ", - განაცხადა ცხადაძემ, რომელმაც იქვე ახალი წელი სრულიად აზერბაიჯანსაც მიულოცა.

ყოველდღიური სპორტული
გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული