"ეს აღიარება ძალიან გამიხარდა და მას ჩვენი კლუბის ერთგულ გულშემატკივრებს ვუძღვნი. ეს პრიზი ჩემთვის ნამდვილი საახალწლო საჩუქარია. თუმცა იმასაც ვაცნობიერებ, რომ ფეხბურთი გუნდური სახეობაა და მთავარია, რას მიაღწევ გუნდთან ერთად.
ასე რომ, პირად აღიარებაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის აზერბაიჯანის ჩემპიონობაა, რასაც, იმედია, ამ სეზონშივე მივაღწევ", - განაცხადა ცხადაძემ, რომელმაც იქვე ახალი წელი სრულიად აზერბაიჯანსაც მიულოცა.
ყოველდღიური სპორტული