ლევან ყენია გერმანიაში დატოვეს

AutoSharing Option
"შალკე" სეზონის მეორე ნახევრისთვის მზადებას დღეიდან შეუდგება. გელზენკირხენული კლუბის მწვრთნელ-ფეხბურთელები ზამთრის შეკრებას ყატარში გაივლიან.

სამწუხაროდ, აზიაში წამსვლელ ფეხბურთელთა სიაში ლევან ყენია შეყვანილი არ არის.

21 წლის ქართველ ნახევარმცველს მძიმე ტრავმა ბოლომდე ვერ მოუშუშებია და კვლავ ინდივიდუალურად ვარჯიშობს. ლევანი გუნდთან ერთად წვრთნასაც მალე შეუდგება, მაგრამ რაკი შეკრებაზე არ წაიყვანეს, ეს იმას უნდა ნიშნავდეს, რომ საამისოდ ჯერ მზად არ არის.

ყატარში წაუსვლელობა კი ტრაგედია ნამდვილად არ უნდა იყოს – ყენიამ, რომელსაც ფეხბურთი თითქმის ორწელიწადნახევარი არ უთამაშია, ყველაზე მძიმე პერიოდი უკან მოიტოვა, დღეისთვის
ნორმალურ კონდიციებშია და მოედანზე დაბრუნებაც მალე უნდა შეძლოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ამ ბიჭის ზუსტი ასაკი გამაგებინა და მეტს არ დავეძებ :D
elene
11:40 03-01-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული