შეგახსენებთ, რომ რუსულ კლუბს ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს საქართველოს ნაკრების მეკარე ნუკრი რევიშვილი შეურთდა, რომელიც ადრე "ანჟის" ღირსებას იცავდა. ნუკრის გარდა, "კრასნოდარში" ქართველი ფეხბურთელები ალექსანდრე ამისულაშვილი და ოთარ მარცვალაძე ირიცხებიან (ორივე საქართველოს ნაკრების წევრი).
გუშინ კრასნოდარელთა გუნდის მეკარეებმა ცალკე, ზღვის პირას ივარშიშეს. "კრასნოდარის" მეკარეთა მწვრთნელი ალექსანდრე ვოლკოვი ფიქრობს და კლუბის არხთან საუბარში აცხადებს, რომ ქართველი მეკარე საკმაოდ შრომისმოყვარე ბიჭია და ის გუნდს აუცილებლად
თავად ნუკრი კი გუნდში არსებულ სიტუაცისა და მეკარეთა შორის კონკურენციაზე საუბრობს.
ნუკრი რევიშვილი: გუნდში კარგად და თბილად მიმიღეს. ძალიან კარგი კოლექტივია. გუნდი ერთი ოჯახივითაა და მიხარია, რომ ამ ოჯახის წევრი გავხდი. რაც შეეხება ვარჯიშს, ჩვეულებრივად ვემზადებით. ჩემი თანამემამულეები ძალიან მეხმარებიან გუნდში თავი უცხოდ რომ არ ვიგრძნო და ადაპტაცია რაც შეიძლება მალე გავიარო. გუნდის მეკარეებთანაც არანაირი პრობლემები არ მქონია, ერთმანეთს პატივისცემით ვეკიდებით, თუმცა რა თქმა უნდა, ერთმანეთში კონკურენციაც გვაქვს, მოედანზე კონკურენტები ვართ.