როგორც ფოტოზე ხედავთ, ხელშეკრულებაზე ხელმოწერის ცერემონიალს "ანორთოსისის" მხრიდან მისი სპორტული დირექტორი გიორგი ქინქლაძე დაესწრო.
შეგახსენებთ, 31 წლის კვირკველია აქამდე ბერძნულ "პანიონიოსში" თამაშობდა, საიდანაც, გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, კლუბის არასახარბიელო ფინანსური მდგომარეობის გამო წამოვიდა.
რაც შეეხება "ანორთოსისს", თემურ ქეცბაიას ყოფილი კლუბი კვიპროსის ჩემპიონატში დღეისთვის მეორე ადგილზეა და ლიდერ "ომონიას" 3 ქულით ჩამორჩება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"