დავით კვირკველია გიორგი ქინქლაძესთან

AutoSharing Option
დავით კვირკველიამ კვიპროსულ "ანორთოსისთან" კონტრაქტი გააფორმა. კვირკველიამ ახალ კლუბს ბედი 6 თვით დაუკავშირა, თუმცა კონტრაქტში თანამშრომლობის გაგრძელების შესახებაც არის საუბარი.

როგორც ფოტოზე ხედავთ, ხელშეკრულებაზე ხელმოწერის ცერემონიალს "ანორთოსისის" მხრიდან მისი სპორტული დირექტორი გიორგი ქინქლაძე დაესწრო.

შეგახსენებთ, 31 წლის კვირკველია აქამდე ბერძნულ "პანიონიოსში" თამაშობდა, საიდანაც, გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, კლუბის არასახარბიელო ფინანსური მდგომარეობის გამო წამოვიდა.

რაც შეეხება "ანორთოსისს", თემურ ქეცბაიას ყოფილი კლუბი კვიპროსის ჩემპიონატში დღეისთვის მეორე ადგილზეა და ლიდერ "ომონიას" 3 ქულით ჩამორჩება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული