სერია B-ში ირაკლი შეყილაძის დებიუტი შედგა

AutoSharing Option
ევროპის ბევრ ქვეყანაში ჩემპიონატი ჯერ არ განახლებულა და აქედან გამომდინარე, ქართულ ლეგიონზეც ბევრი არაფერია მოსაყოლი.

"ჯენოა" ტრავმირებული კახა კალაძის გარეშე ეთამაშა "უდინეზეს" და 3:2 გაიმარჯვა. შედეგად გენუელები სერია A-ს სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილზე არიან.

სერია B-ში კი ირაკლი შეყილაძის დებიუტი შედგა. "ემპოლის" ქართველმა ფორვარდმა შეუცვლელად ითამაშა "იუვე სტაბიასთან" გასვლით მატჩში, რომელიც მისმა გუნდმა 1:3 წააგო. ლევან მჭედლიძე 18-კაციან განაცხადში არ ყოფილა. "ემპოლი" 22-გუნდიან ლიგაში მე-18 ადგილზეა.

საბერძნეთში დარჩენილმა ერთადერთმა ქართველმა გიორგი შაშიაშვილმა "ერგოტელისის" რიგებში 90 წუთი ითამაშა, მისი გუნდი კი
სტუმრად პაოკ-თან 1:2 დამარცხდა. "ერგოტელისი" საბერძნეთის 16-გუნდიან სუპერლიგაში მე-8 პოზიციაზეა.

გუშინვე არნემის "ვიტესი" ამხანაგურად შეხვდა გელზენკირხენის "შალკეს" და 1:2 დამარცხდა. როგორც იცით, ჰოლანდიელთა კაპიტანი გურამ კაშია ტრავმირებულია, გიორგი ჭანტურია და ვაკო ყაზაიშვილი კი მოედანზე მაშინ შევიდნენ, როცა ანგარიში უკვე 1:2 იყო - პირველი 62-ე წუთზე, მეორე - 74-ზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული