"დიდი ხანია, გვინდოდა, დავითს ჩვენთან ეთამაშა და მოხარული ვარ, რომ ასეთი სურვილი მასაც აღმოაჩნდა. დარწმუნებული ვარ, რომ "ილიჩივეცს" იგი დიდ სამსახურს გაუწევს და ჩვენი კლუბისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფეხბურთელად იქცევა.
თარგამაძის მიერ "ოლექსანდრიასა" და საქართველოს ნაკრებში ჩატარებული არაერთი მატჩი მინახავს, რამაც დამარწმუნა, რომ იგი ძალიან ნიჭიერი მოთამაშეა. დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი თანამშრომლობა ნაყოფიერი იქნება და "ილიჩივეცში" გატარებული პერიოდი მას "შახტარში" დამკვიდრებაში დაეხმარება", -
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ 22 წლის თარგამაძემ კონტრაქტი გააფორმა დონეცკის "შახტართან", რომელმაც იგი სეზონის ბოლომდე "ილიჩივეცში" გაანათხოვრა. ეს კლუბი უკრაინულ პრემიერლიგაში მე-10 ადგილზეა და არც ელიტიდან გავარდნა ემუქრება და არც ევროთასებზე მოხვედრის შანსი აქვს.
შეგახსენებთ, თარგამაძემ "ოლექსანდრიას" გერმანული "ფრაიბურგიდან" მიაშურა. უკრაინული კლუბის შემადგენლობაში ამ ჩემპიონატში 17 მატჩსა და 5 გოლს მოუყარა თავი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"