თორნიკე ოქრიაშვილმა "ილიჩივეცთან" იჯარა სამი თვით გაახანგრძლივა

AutoSharing Option
19 წლის ქართველმა ნახევარმცველმა, თორნიკე ოქრიაშვილმა "ილიჩივეცთან" იჯარა სამი თვით გაახანგრძლივა. თორნიკეს ევროპაში სურდა კარიერის გაგრძელება, მაგრამ, როგორც ჩანს, ევროპული ვარიანტი არ გამოვიდა და ცოტა ხნით კვლავ მარიუპოლელთა გუნდში დარჩენა ამჯობინა.

ცნობისთვის: ოქრიაშვილს დონეცკის "შახტართან" ხუთწლიანი კონტრაქტი აკავშირებს და სწორედ ამ კლუბიდან გაუშვეს "ილიჩივეცში" სათამაშო პრაქტიკისთვის.

აქამდე ქართველი შემტევი ერთადერთი ლეგიონერი იყო კლუბში, ახლა კი იმავე "შახტარმა" 22 წლის ქართველი ნახევარმცველი დავით თარგამაძე იყიდა და ისიც იჯარით გაუშვა მარიუპოლში.

შეგახსენებთ, რომ ოქრიაშვილი "ილიჩივეცში" 2011 წლის ივლისში გადავიდა და ძირითად შემადგენლობაში
შვიდჯერ გამოჩნდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
რა ტალანტი იკარგება? ამას პატრონი არ უვარგა. ეტყობა თავშიც აუვარდა.
ჯერ კიდე აქვს შანსი, ცოტა მეტი ვარჯიში, ცოტა მეტი ყურადღება, ცოტაც იღბალი და ეგ არი რა.
ramo
11:25 17-01-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული