შეგახსენებთ, რომ ამ გუნდს ქართველი სპეციალისტები - კახა ცხადაძე და გიორგი ჩიხრაძე წვრთნიან, ხოლო ოთხი ქართველი ფეხბურთელი "ინტერის" ძირითადი შემადგენლობის მოთამაშეები არიან.
"ინტერმა" გუშინ პირველი საკონტროლო მატჩი ჩაატარა მეორე ბუნდესლიგის წარმომადგენელ "კარლსრუეს" გუნდთან, სადაც 34 წლის ალექსანდრე იაშვილი ასპარეზობს. იაშვილმა ძირითადში დაიწყო თამაში, ისე როგორც "ინტერის" ქართველებმა: 32
აღსანიშნავია, რომ "კარლსრუემ" მთელი შეხვედრა ძირითადი შემადგენლობით ითამაშა და გერმანული გუნდის ქართველმა კაპიტანმა ალექსანდრე იაშვილმა მოედანზე 90 წუთი გაატარა, რაც შეეხება "ინტერის" ქართველებს, ჩვენმა ოთხეულმა მოედანზე მხოლოდ პირველი ტაიმი დაჰყო. მატჩი კარლსრუეს გამარჯვებით 3:1 დასრულდა.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ გერმანული გუნდის კარში ის ერთადერთი გოლი ბაჩანა ცხადაძემ თერთმეტმეტრიანით გაიტანა.
კიდევ ერთი საინტერესო დეტალი: "კარლსრუეს" მთავარი მწვრთნელი 48 წლის იორნ ანდერსენი (თავის დროზე ნორვეგიის ნაკრების წამყვანი ფორვარდიც რომ იყო) და მისი ქართველი კოლეგა ბაქოს "ინტერის" თავკაცი კახა ცხადაძე 1992-94 წლებში ერთად თამაშობდნენ ფრანკფურტის "აინტრახტში".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"