კახა კალაძემ "ჯენოასთან" ერთად ვარჯიში განაახლა. შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი წლის დასაწყისში დაშავდა, თუმცა ტრავმა განსაკუთრებული სირთულის არ ყოფილა.
29 იანვარს, სერია A-ს მორიგ ტურში "ჯენოა" "ნაპოლის" უმასპინძლებს და სავსებით შესაძლებელია, კალაძე მოედანს ამ მატჩშივე დაუბრუნდეს.
იტალიის მიმდინარე ჩემპიონატში 33 წლის კალაძემ 11 შეხვედრა ჩაატარა.