შოთა არველაძის "ქაისერისფორმა" უიღბლო სერია შეწყვიტა და სტუმრად "მერსინს" 2:1 სძლია. არადა, "ქაისერი" 0:1-ს აგებდა. ამ გამარჯვებით მან მე-8 ადგილზე გადაინაცვლა.
ზურაბ ხიზანიშვილმა "ქაისერის" შემადგენლობაში შეუცვლელად ითამაშა და ყვითელი ბარათი მიიღო.
აკაკი ხუბუტიას "სამსუნსფორმა" გასვლით შეხვედრაში "მანისასფორთნ" 1:1 ითამაშა. სტუმრებმა ანგარიში მატჩის 83-ე წუთზე გაათანაბრეს, ქართველი მცველი კი მოედანზე ბოლოსღა, 87-ე წუთზე შეიყვანეს. "სამსუნი" ბოლოსწინა, მე-17 პოზიციაზეა.
29 იანვარს "სამსუნი" "ისტანბულს" მასპინძლობს, "ქაისერი" კი "ბეშიქთაშს" დაუხვდება.
ყოველდღიური