გურამ კაშიას დაბრუნებამ არნემის "ვიტესს" ვერ არგო

AutoSharing Option
ჰოლანდიის ჩემპიონატის მორიგი ტური პსვ-"ვიტესის" მატჩით გაიხსნა. ქართველთა გუნდმა ერედივიზიეს ერთ-ერთ საუკეთესო კლუბს დიდი წინააღმდეგობა გაუწია, თუმცა 1:3 დამარცხდა.

გურამ კაშია გამოჯანმრთელების შემდეგ პირველად გამოჩნდა მოედანზე. "ვიტესის" ქართველი კაპიტანი ძირითად შემადგენლობაში იყო და 81 წუთზე შეცვალეს.

გიორგი ჭანტურიამ სრულად ითამაშა, ვაკო ყაზაიშვილი კი განაცხადში არ ყოფილა.

"ვიტესი" მე-7 ადგილზე დარჩა და ევროპის ლიგის საგზურისთვის ბრძოლას განაგრძობს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მიდგომა,რომ რახან უცხოეთში თამაშობს; ესეიგი აქაურ ფეხბურთელს ჯობია-არასწორია.კარგია,რომ საქართველოს ჩემპიონატი ძლიერდება,რის გარეშეც ეროვნული ნაკრები წარმატებას ვერ მიაღწევს.
malxazi
13:08 28-01-2012
0

სიახლეები პოპულარული