გამარჯვების გოლი პირველივე წუთზე გაიტანა ქაისერელთა ავსტრალიელმა ფორვარდმა ჯეიმს ტროისიმ. ზურაბ ხიზანიშვილი "ქაისერის" 18-კაციან განაცხადში არ ყოფილა, რისი მიზეზიც ტრავმა უნდა იყოს. ამ გამარჯვებით ქართველთა გუნდმა მე-10-დან მე-8 საფეხურზე გადაინაცვლა.
გუშინვე ანთალიაში ბაქოს "ინტერმა" ამხანაგურად 2:1 დაამარცხა გრაცის "შტურმი". მე-40 წუთზე ბაჩანა ცხადაძემ თერთმეტმეტრიანით ანგარიში 2:0 გახადა. "ინტერის" ძირითად შემადგენლობაში მის გარდა იყვნენ გიორგი ლომაია, ვალერი აბრამიძე და ილია კანდელაკი. შტურმელი
ინფორმაცია, რომელიც ქართულ ლეგიონს ირიბად უკავშირდება - ყაზანის "რუბინის" მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვა ყურბან ბერდიევმა. მის ხელში არაერთ ქართველ ფეხბურთელს გაუვლია, რომელთა დიდი ნაწილის წინსვლაში ამ მაღალი დონის სპეციალისტმა დიდი წვლილი შეიტანა. ბერდიევმა ამ თანამდებობაზე 10 წელიწადზე მეტი გაატარა და ყაზანში ეპოქა შექმნა - იმდენი შეძლო, რომ "რუბინი" ჯერ რუსეთის ზედა ლიგაში გადაიყვანა, შემდეგ კი ორჯერ გააჩემპიონა. ბერდიევის კარიერის ყველაზე შთამბეჭდავი მატჩი, ალბათ, "კამპ ნოუზე" "ბარსელონას" დამარცხება იყო.
შეგახსენებთ, "რუბინის" პირველ გუნდში დღეისთვის ერთი ქართველია - საბა კვირკველია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"