დავით თარგამაძის დებიუტს "შახტარში" დადებითად აფასებენ

AutoSharing Option
სერია A-ში დიდთოვლობის გამო "ატალანტა"-"ჯენოა", ხოლო სერია B-ში - "სამპდორია"-"ემპოლი" გადაიდო, ასე რომ, კახა კალაძე, ლევან მჭედლიძე და ირაკლი შეყილაძე უქმად დარჩნენ. ამიტომაც ისღა დაგვრჩენია, ქართველი ლეგიონერების მონაგარს ამხანაგურ მატჩებში გადავხედოთ.

მოსკოვის "სპარტაკმა" საერთაშორისო ტურნირ "კოპა დელ სოლზე" ნორვეგიულ "რუსენბორგთან" 1:1 ითამაშა, პენალტების სერიაში კი 8:9 დამარცხდა. ჯანო ანანიძე მოსკოველთა ძირითად შემადგენლობაში იყო და 62-ე წუთზე შეცვალეს.

დავით თარგამაძემ დონეცკის "შახტარის" შემადგენლობაში პირველი შეხვედრა ჩაატარა. ესპანურ შეკრებაზე მყოფმა "შახტარმა" საკონტროლო მატჩი ნორვეგიულ "ოდ გრენლანდთან" გამართა და 1:2 დამარცხდა. ქართველი ნახევარმცველი
ძირითად შემადგენლობაში გაამწესეს და 65-ე წუთზე შეცვალეს.

მედიის გამოხმაურებებში თარგამაძე დადებითად ფასდება. ვებ-გვერდებზე ამოკითხული ინფორმაციის მიხედვით, მას შეტევაში საკმაოდ აქტიურად უთამაშია და რამდენიმე მწვავე გადაცემაც გაუკეთებია.

პოლონურმა "იაგელონიამ" ამხანაგურ შეხვედრაში სლოვაკურ "კოშიცეს" 5:3 სძლია. ამ გამარჯვებაში საკუთარი წვლილი ერთი გოლით შეიტანა "იაგელონიას" ქართველმა ნახევარმცველმა ნიკა ძალამიძემ.

"ანორთოსისმა" კვიპროსის თასის პირველი მერვედფინალური მატჩი სტუმრად 3:2 მოუგო ქვედალიგელ აპოპ-ს. დავით კვირკველიამ "ანორთოსისის" შემადგენლობაში სრულად ითამაშა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული