ნიკოლოზ გელაშვილის დებიუტს "ბოხუმში" კვირას ელოდებიან

AutoSharing Option
კვლავ გერმანული მედიის ყურადღების ცენტრშია "ზესტაფონიდან" გერმანულ "ბოხუმში" გადაბარგებული ქართველი ფორვარდი ნიკა გელაშვილი.

პირველი ვარჯიშის შესახებ გამოცემა "კიკერთან" ერთად, ამჯერად "ბილდიც" იუწყება. ვინაიდან, გუნდის მთავარი მწვრთნელი ანდრეას ბერგმანი, პრეზენტაციაზე საპატიო მიზეზის გამო არ გამოჩენილა, პირველი კომენტარი ახალწვეულზე ვარჯიშის დროს გააკეთა.

ბერგმანის შეფასება გელაშვილზე დადებითია და პირველი ვარჯიშიც კარგ დასაწყისად მიიჩნია.

ანდრეას ბერგმანი: "მოხარული ვარ, რომ გელაშვილი ჩვენს გუნდშია, ის ძალიან კარგი ფეხბურთელია. ქართველმა არა მხოლოდ მოედანზე უნდა წაიწიოს წინ, არამედ მის ფარგლებს გარეთაც".

ქართველ ფორვარდს უკვე აუყვანეს პირადი მასწავლებელი და
"ბილდის" ინფორმაციით, გელაშვილი მონდომებით ცდილობს გერმანულის შესწავლას. კლუბში იმედოვნებენ, რომ გელაშვილიც ისევე მალე ისწავლის გერმანულს, როგორც ეს "კიოლნში" გადაბარგებულმა თავდამსხმელმა ჩონგ ტესმა მოახერხა.

"ბილდი" "კარლსრუეში" მოასპარეზე ალექსანდრე იაშვილის კომენტარსაც აქვეყნებს, რომელიც ამბობს, რომ გელაშვილს ეროვნული ნაკრებიდან იცნობს და მან ურჩია სწორედ "ბოხუმში" თამაში ფორვარდს.

ნიკა გელაშვილი კი გამოცემასთან საუბრისას, კიდევ ერთხელ საუბრობს მისი "ბოხუმში" გადასვლის სპორტულ მხარეზე:

"ბოხუმს" კარგად აქვს განსაზღვრული, თუ რა სახის და სტილის ფეხბურთი უნდა ითამაშოს. მიუხედავად იმისა, რომ სხვა ქვეყნებიდანაც მქონდა შემოთავაზება, მაინც "ბოხუმი" ვარჩიე, ვფიქრობ, სპორტული თვალსაზრისით, უფრო მეტად განვვითარდები, მინდა ყველამ დაინახოს, თუ რა შემიძლია", - ამბობს ქართველი თავდამსხმელი.

თუ ჩვენ გერმანელ კოლეგებს ვენდობით, დიდი შანსია, რომ გელაშვილის დებიუტი კვირას, როსტოკის " ჰანზას" წინააღმდეგ შედგეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული