ლევან კობიაშვილი დაშავდა და დამარცხდა, დავით კვირკველიამ სადებიუტო გაიტანა

AutoSharing Option
8 თებერვალს გერმანიის თასის მეოთხედფინალში ბერლინის ”ჰერტამ" მიონხენგლადბახის ”ბორუსიას" უმასპინძლა და დამატებით დროში მიღებული გოლებით 0:2 დამარცხდა.

ამით პირველ ბუნდესლიგაში დასარჩენად მებრძოლმა ბერლინელებმა ევროთასებზე გასვლის ბოლო შანსი დაკარგეს.

”ბორუსიას" კაპიტანმა ფილიპ დაემსმა თავისი გუნდი 101-ე წუთზე გატანილი თერთმეტმეტრიანით დააწინაურა, ბოლო წამებზე კი შეტევით გართულ დედაქალაქელებს ოსკარ ვენდტმა გაუტანა.

დამატებით დროში ლევან კობიაშვილი მოედანზე უკვე აღარ იყო - ვეტერანი ქართველი დაშავდა და მე-80 წუთზე შესაცვლელი შეიქნა. ჯერჯერობით, მისი ტრავმის სირთულე დადგენილი არ არის.

დავით კვირკველიამ კი ”ანორთოსისის" შემადგენლობაში პირველი გოლი გაიტანა.
”ანორთოსისმა" კვიპროსის თასის განმეორებით მერვედფინალურ შეხვედრაში აპოპ-ს უმასპინძლა და 3:0 გაანადგურა.

ფამაგუსტელებს გასვლითი მატჩი 3:2 ჰქონდათ მოგებული და მეოთხედფინალში დაუბრკოლებლად გააღწიეს. კვირკველიამ, რომელმაც შეუცვლელად ითამაშა, თავი შეხვედრის 41-ე წუთზე გამოიჩინა. ეს ამ თამაშში ბოლო გოლი იყო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული