ლევან კობიაშვილი ტრავმას გადაურჩა

AutoSharing Option
გაცნობეთ, რომ გერმანიის თასის მეოთხედფინალში მიონხენგლადბახის "ბორუსიასთან" წაგებული მატჩისას ლევან კობიაშვილი დაშავდა და შეხვედრის მე-80 წუთზე შესაცვლელი გახდა.

როგორც ჩანს, "ჰერტას" ქართველი მცველის მდგომარეობა საგანგაშო არაა - "კიკერში" ბუნდესლიგის მორიგი ტურის წინათქმაა გამოქვეყნებული და კობიაშვილის გვარი ტრავმირებულთა სიაში არ შეუტანიათ. იგი, ჩვეულებისამებრ, "ჰერტას" სავარაუდო ძირითად შემადგენლობაშია შეყვანილი.

11 თებერვალს "ჰერტა", რომელიც პირველ ბუნდესლიგაში დასარჩენად იბრძვის, "შტუტგარტს" ესტუმრება.

აღსანიშნავია, რომ 34 წლის კობიაშვილმა გერმანიის მიმდინარე ჩემპიონატის 20-ივე ტურში მიიღო მონაწილეობა და ყველა შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა. მის ანგარიშზე 1 გოლი და 2
საგოლე გადაცემაა. ამ სეზონში ლევანმა სამი გაფრთხილება მიიღო და თუ ჯანმრთელად იქნა და მეხუთე ყვითელ ბარათამდე არ ავიდა, სავსებით შესაძლებელია, მიმდინარე ბუნდესლიგაში ერთი წუთიც კი არ გაუცდეს.

შორს არც ის დღე უნდა იყოს, როცა პირველ ბუნდესლიგაში მეორე ქართველიც ითამაშებს - ლევან ყენია ხომ "შალკეს" შემადგენლობაში უკვე სრული დატვირთვით ვარჯიშობს და მის მოედანზე გამოჩენას უახლოეს ტურებში თუ არა, მიმდინარე სეზონში ნამდვილად უნდა ველოდოთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული