საბა კვირკველიამ "მარბელას თასი" მოიგო

AutoSharing Option
"მარბელას თასზე", სადაც "ზესტაფონმა" ბოლოსწინა, მე-7 ადგილი დაიკავა, ფინალი გაიმართა. გადამწყვეტ შეხვედრაში ყაზანის "რუბინმა" კიევის "დინამო" 2:1 დაამარცხა.

ყაზანელთა ქართველ მცველ საბა კვირკველიას ფინალში მონაწილეობა არ მიუღია, თუმცა ტურნირის მოგებაში მცირედი წვლილი მაინც მიუძღვის, რადგან მეოთხედფინალსა და ნახევარფინალში ითამაშა.

შეგახსენებთ, "რუბინმა" მეოთხედფინალში "ზესტაფონი" 5:1 დაამარცხა. "მარბელას თასზე" მესამე ადგილი პოლონურმა "ლეხმა" დაიკავა, რომელმაც უგოლოდ დასრულებული ძირითადი დროის შემდეგ თერთმეტმეტრიანების სერიით ჩინური "გუანჯოუ" დაამარცხა, მეხუთე ადგილისთვის მატჩში კი მოსკოვის ცსკა-მ რუმინულ "ტიმიშოარას" 2:0 სძლია.

კიევის "არსენალმა" საკონტროლო შეხვედრაში ჩეხურ "ჰრადეც კრალოვეს"
3:1 მოუგო. "არსენალის" რიგებში სანდრო კობახიძემ მეორე 45 წუთი ითამაშა და თავის გუნდს პენალტი მოუპოვა. კრივოი როგის "კრივბასი" ჩეხურ "სლოვაცკოს" 0:0 ითამაშა. "კრივბასის" ქართველები, უჩა ლობჟანიძე და ჯაბა კანკავა მოედანზე შესვენების შემდეგ გამოჩდნენ.

ვაკო ყაზაიშვილმა "ვიტესის" მეორე გუნდს "ვალვაიკის" ახალგაზრდებთან მოაგებინა. "ვიტესელმა" ჭაბუკებმა 2:1 გაიმარჯვეს, ვაკოს გოლი კი შეხვედრაში უკანასკნელი აღმოჩნდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული