გიორგი მანწკავა სომხებმა გადაიბირეს

AutoSharing Option
რამდენიმე დღის წინ მარტვილის "მერანი" ამხანაგურად ერევნის "ულისს" შეხვდა, რის შემდეგაც სომხურმა კლუბმა "მერანის" გამოცდილი ნახევარმცველის, გიორგი მანწკავას მიმართ დაინტერესება გამოთქვა.

30 წლის მანწკავა უკვე შეუერთდა "ულისს", სადაც ცოტა ხნით კიდევ დააკვირდებიან და დიდი ალბათობით, კონტრაქტსაც გაუფორმებენ. ყველაფერი რამდენიმე დღეში გაირკვევა.

მანწკავას "მერანთან" მოქმედი კონტრაქტი აკავშირებს და თუ სომხეთში გადავიდა, მარტვილელებს კომპენსაცია ეკუთვნით.

მანწკავა მიმდინარე სეზონს წარმატებით ატარებს. ეროვნული ჩემპიონატის პირველ ნახევარში მან 17 მატჩი ჩაატარა და 6 გოლი გაიტანა, რაც არათუ მისი ამპლუის ფეხბურთელისთვის, არამედ თავდამსხმელისთვისაც კარგი შედეგია.

"ულისი"
სომხეთის მოქმედი ჩემპიონია. სომხეთის ჩემპიონატი, რომელიც გაზაფხული-შემოდგომის სისტემით ტარდება, ჯერ არ დაწყებულა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული