გიორგი ადამიამ ბაქოში გაიტანა

AutoSharing Option
აზერბაიჯანული პრემიერლიგა, რომლის მეორე ეტაპის დაწყებაც დიდთოვლობამ გადადო, 15 თებერვალს სამი მატჩით განახლდა.

ამ სამი შეხვედრიდან ორში ქართველმა მიიღო მონაწილეობა.

"ყარაბახმა" სტუმრად "ბაქი" 3:0 გაანადგურა, რაშიც გიორგი ადამიამ სოლიდური წვლილი შეიტანა - ქართველმა შემტევმა, რომელიც სასტარტო თერთმეტეულში იყო და 84-ე წუთზე შეცვალეს, 65-ე წუთზე ბოლო გოლი გაიტანა. "ყარაბახი" 32 ქულით მე-4 ადგილზეა და ლიდერ "ნეფთჩის" 8 ქულით ჩამორჩება.

ლენქორანის "ხაზარმა" აზალ-ს უმასპინძლა და 1:0 სძლია. სტუმართა შემადგენლობაში შეუცვლელად ითამაშა ნუგზარ კვირტიამ. 12-გუნდიან პრემიერლიგაში მისი გუნდი მე-7 ადგილზეა.

16 თებერვალს ქართველებით
სავსე ბაქოს "ინტერი", რომელიც მესამეა და "ნეფთჩიზე" 4 ქულით ნაკლები აქვს, განჯაში ადგილობრივ "ქიაფაზს" დაუპირისპირდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული