ქართველები აზერბაიჯანის ჩემპიონობისთვის იბრძვიან

AutoSharing Option
აზერბაიჯანულ პრემიერლიგაში 16 თებერვალს მნიშვნელოვანი მატჩი მოიგო ბაქოს "ინტერმა". კახა ცხადაძისა და გიორგი ჩიხრაძის მიერ გაწვრთნილმა გუნდმა სტუმრად განჯის "ქიაფაზს" 1:0 სძლია, სატურნირო ცხრილში კვლავ მეორე ადგილზეა და ლიდერ "ნეფთჩის" მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება.

ინტერელმა გაჯიევმა გამარჯვების გოლი 89-ე წუთზე გაიტანა, ქართველთაგან ბაქოელთა შემადგენლობაში შეუცვლელად ითამაშეს გიორგი ლომაიამ, ვალერი აბრამიძემ და ბაჩანა ცხადაძემ, ილია კანდელაკი კი კვლავაც ტრავმირებულია.

თოვუზის "თურანი" ბაქოში "რავანთან" 1:2 დამარცხდა. "თურანის" რიგებში მოედანზე 90-90 წუთი დაჰყვეს ალექსანდრე გოგობერიშვილმა და გიორგი ბერიაშვილმა.

12-გუნდიან პრემიერლიგაში "თურანი" 11 ქულით
ბოლო ადგილზეა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული