ქართველი ლეგიონერები გერმანიაში გამოირჩნენ

AutoSharing Option
ქართველი ლეგიონერების მონაწილეობით საინტერესო ამბები პარასკევიდან დაიწყო. შეგახსენებთ, მეორე ბუნდესლიგაში "კარლსრუემ" ალექსანდრე იაშვილის გოლითა და საგოლე გადაცემით გაიმარჯვა. "კარლსრუეს" ქართველმა კაპიტანმა "შპორტალისგან" 2-იანი მიიღო, რითაც იაშვილი შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.

იმავე დღეს ვლადიმერ დვალიშვილს ვარშავის "პოლონიას" შემადგენლობაში დებიუტი ჰქონდა, ირაკლი სირბილაძემ კი მორიგი ფინური გოლი გაიტანა.

პირველ ბუნდესლიგაში "ჰერტამ" მორიგი მატჩი წააგო, თუმცა ბერლინელთა თამაშში პროგრესი აშკარად შეინიშნება - დედაქალაქელები ლიდერ "ბორუსიას" მედგრად ებრძოლნენ და მინიმალურად დამარცხდნენ. ლევან კობიაშვილი "ჰერტას" შემადგენლობაში ამჯერად არა მარცხენა მცველის, არამედ საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე ათამაშეს.
"შპორტალმა" მას 3,5 დაუწერა.

თავი არც ნიკოლოზ გელაშვილს შეურცხვენია. "ბოხუმის" რიგებში მან მესამედ ითამაშა, ძირითად შემადგენლობაში კი პირველად გაამწესეს და არც შეუცვლიათ. ნიკამ თავის ახალ გუნდს 63-ე წუთზე პენალტი მოუპოვა (რითაც "ბოხუმი" 2:0 დაწინაურდა), ერთხელ კი ბურთი ძელს გაარტყა. გელაშვილი "შპორტალმა" 3-იანით შეაფასა, რაც "ბოხუმის" შემადგენლობაში ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია.

სხვა მხრივ, გასული უქმეები ქართველთათვის დიდად გამორჩეული არ იყო. შეგვიძლია ვახსენოთ "ქაისერისფორისა" და "ტრაბზონსფორის" მატჩი, სადაც შოთა არველაძე ძალიან ახლოს იყო თავისი ყოფილი კლუბის დამარცხებასთან, მაგრამ სტუმრებმა ბოლო წუთებზე 3:1 3:3-ად აქციეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული