ნიკა გელაშვილმა დრეზდენელებს ვერაფრით გაუტანა

AutoSharing Option
ბევრს ეცადა ნიკოლოზ გელაშვილი, მაგრამ იმის მიუხედავად, რომ ბოხუმელთა შორის ერთ-ერთი შესამჩნევი იყო, რამდენიმე ხელსაყრელი საგოლე შესაძლებლობა გაუშვა ხელიდან - ერთხელ მეტოქის მეკარემ აჯობა, ოთხჯერ კი არაზუსტად დაარტყა.

იყო კიდევ ერთი ეპიზოდი, როცა ნიკა მეტოქის მეკარესთან პირისპირ გავიდა და მასთან ბრძოლაში დაეცა, მაგრამ მსაჯმა თერთმეტმეტრიანი არ დანიშნა.

გელაშვილის "ბოხუმი" საკუთარ მოედანზე 0:2 დამარცხდა დრეზდენის "დინამოსთან" და მეორე ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილში მე-10 საფეხურზე დარჩა - "ბოხუმს" არც პირველ ბუნდესლიგაში აღზევების პერსპექტივა აქვს და არც მესამე ბუნდესლიგაში დაქვეითება ემუქრება.

საფრანგეთის ლიგა 2-ში
"ლე მანმა" "ისტრს" უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა. მასპინძელთა კარი ამჯერადაც გიორგი მაკარიძემ დაიცვა, ყოფილი დინამოელი დიდიე ოვონო კი სათადარიგოთა სკამზე იჯდა.

"ლე მანს", რომელიც ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად გააფთრებით იბრძვის, ეს გამარჯვება ჰაერივით ესაჭიროებოდა. მაკარიძის გუნდი 20-გუნდიან ლიგა 2-ში მე-16 ადგილზეა და გასავარდნ ზონას სამიოდე ქულით უსწრებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული