ყაზანში "რუბინმა" მოსკოვის "სპარტაკს" უმასპინძლა და დაძაბული ბრძოლა ფრედ, 1:1 დასრულდა. მასპინძლები 58-ე წუთზე რომან შარონოვმა დააწინაურა, წონასწორობა კი მე-80 წუთზე აღადგინა სტუმართა ნიგერიელმა ფორვარდმა ემანუელ ემენიკემ.
დიდი იმედი არ გვქონია, რომ მოედანზე ორივე გუნდის ქართველი გავიდოდა, მაგრამ ჯანო ანანიძის თამაშს მაინც ველოდით. სამწუხაროდ, მან, ისევე როგორც "რუბინის" მცველმა საბა კვირკველიამ, მთელი შეხვედრა სათადარიგოთა სკამზე გაატარა.
"რუბინს" მოსკოველთა გადასასწრებად გამარჯვება სჭირდებოდა, ამ შედეგით კი "სპარტაკმა" 58
ნუკრი რევიშვილმა "კრასნოდარის" შემადგენლობაში პირველი ოფიციალური მატჩი ჩაატარა და დებიუტი წარმატებული გამოუვიდა. მასპინძლები "როსტოვს" თამაშის ხარისხით 90 წუთის განმავლობაში სჯობდნენ და "კრასნოდარის" სომეხმა ლიდერმა იურა მოვსისიანმა შეხვედრის დებიუტში თერთმეტმეტრიანიც გააფუჭა, თუმცა მსაჯის მიერ დამატებულ პირველ წუთზე შეცვლაზე შესულმა პაველ გოლიშევმა "კრასნოდარს" გაამარჯვებინა.
რევიშვილმა და ალექსანდრე ამისულაშვილმა შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარეს, ოთარ მარცვალაძე კი ყვითელი ბარათების გამო "კრასნოდარის" განაცხადში არ ყოფილა. ქართველთა გუნდი პრემიერლიგის ქვედა რვა გუნდისგან შემდგარ გათამაშებას 45 ქულით ლიდერობს, "კრასნოდარის" უახლოეს მდევარ "როსტოვს" კი 36 ქულა აქვს.
5 მარტსვე კვიპროსზე "ანორთოსისმა" "ანაგენისი" მიიღო და 1:0 გაიმარჯვა. დავით კვირკველია მთელი 90 წუთის განმავლობაში მასპინძელთა სათადარიგოთა სკამზე იჯდა. "ანორთოსისი" 47 ქულით მეოთხე ადგილზეა და ერთპიროვნულ ლიდერ აელ-ს 6 ქულით ჩამორჩება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"