გიორგი ჩიხრაძე "სიმურგის" მთავარ მწვრთნელად დაინიშნა

AutoSharing Option
44 წლის ქართველი სპეციალისტი გიორგი ჩიხრაძე აზერბაიჯანული კლუბის, ზაქათალის "სიმურგის" მთავარ მწვრთნელად დაინიშნა.

შეგახსენებთ, რომ 2009 წლის ზაფხულიდან დღემდე ჩიხრაძე აზერბაიჯანის ყველაზე "ქართულ გუნდში", ბაქოს "ინტერში" მუშაობდა და მთავარი მწვრთნელის, კახა ცხადაძის ასისტენტი გახლდათ.

"ინტერთან" ერთად ჩიხრაძე აზერბაიჯანის ჩემპიონი გახდა (2010 წელს), შარშან კი სანკტ-პეტერბურგში "თანამეგობრობის თასზე" გაიმარჯვა.

ვიდრე აზერბაიჯანში გადავიდოდა, ჩიხრაძემ რამდენიმე ქართული ტიტულიც მოიპოვა: მისი ხელმძღვანელობით თბილისის "ამერმა" ორჯერ მოიპოვა საქართველოს თასი და ასევე ორჯერ გაიმარჯვა საქართველოს სუპერთასის გათამაშებაში.

ბოლო წლების ერთ-ერთ წარმატებულ ქართველ მწვრთნელს არანაკლებ ჩინებული საფეხბურთო
კარიერაც ჰქონდა და თბილისის "დინამოს", სოხუმის "ცხუმის", შეპეტოვკის "ტემპის", დონეცკის "შახტარის", თბილისის "ლოკომოტივის", ჩინეთის "ხუანდაოსა" და ისრაელის "პაპოელის" შემადგენლობაში არაერთი ტიტულიც მოუპოვებია.

1994-2000 წლებში ჩიხრაძე საქართველოს ეროვნულ ნაკრებში თამაშობდა და ჩვენ უპირველეს გუნდში 26 მატჩი ჩაატარა. სხვათა შორის, დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში ჩიხრაძე ერთადერთია, ვისაც საქართველოს თასი აქვს მოგებული როგორც მოთამაშეს (2000 წელს, თბილისის "ლოკომოტივში" ასპარეზობისას) და როგორც მწვრთნელს.

რაც შეეხება "სიმურგს", ეს გუნდი აზერბაიჯანის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის და კლუბის ხელმძღვანელობამაც მშველელად გიორგი ჩიხრაძეს უხმო.

ქართველი სპეციალისტი თავის ახალ გუნდში მუშაობას ორშაბათიდან დაიწყებს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
კარგია.. აბა შენ იცი გია,წარმატებებს გისურვებ ახალ პოსტზე!! ძალიან გამიხარდება თქვენი წარმატება :)
bakar.
18:07 10-03-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული