შეგახსენებთ, საქმე ეხება ბუნდესლიგაში ლეგიონერთა მიერ ჩატარებული შეხვედრების რაოდენობას. ზე რობერტოს ანგარიშზე 336 მატჩია, კობის კი უკვე 330 შეხვედრა დაუგროვდა, რითაც მეორე ადგილზე მყოფ ბოსნიელ სერგეი ბარბარესს უკვე გაუთანაბრდა.
დიდი ალბათობით, ლევანი დისკვალიფიკაციის გამო ბუნდესლიგის უახლოეს ორ მატჩს გამოტოვებს (შემდეგ ტურში მისი "ჰერტა" მიუნხენის "ბაიერნს" მასპინძლობს). ასე რომ, მას დარჩენილ შვიდივე შეხვედრაში თამაში სჭირდება. ოტო რეჰაგელის მიერ მის მიმართ გამოცხადებულ ნდობას თუ გავითვალისწინებთ,
კობიაშვილმა ბერლინელებს ამჯერადაც უკაპიტნა, მაგრამ "კიოლნთან" მატჩიდან მას მხოლოდ ცუდი მოგონებები გამოჰყვება. მასპინძლებს მასთან უხეშობისთვის ფეხბურთელი გაუძევეს, რამაც კიოლნელი ფანები განარისხა და ქართველი სტვენით აიკლეს. 76-ე წუთზე კი კობიაშვილი ლუკას პოდოლსკის ეუხეშა. ამ უკანასკნელმა ლევანს ლამის ხელჩართული ჩხუბი დაუწყო. პოდოლსკიმ პირდაპირ წითელი ბარათი მიიღო, კობიაშვილმა კი - მეორე ყვითელი.
ლეგიონის უქმეების მთავარი თემა სწორედ ეს იყო, თუმცა ორიოდე სიტყვით სხვა მნიშვნელოვან ამბებსაც შევეხოთ. იტალიაში "ჯენოამ" "იუვენტუსს" ძვირფასი ქულები აართვა, კახა კალაძეს კი შეეძლო, ამ მატჩის გმირი გამხდარიყო - ჯანლუიჯი ბუფონმა ტურინელთა კარი საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტნის სახიფათო დარტყმებისგან ორჯერ იხსნა.
რუსულ პრემიერლიგაში დადებითი ის მოხდა, რომ "რუბინის" ძირითად შემადგენლობაში ხანგრძლივი პაუზის შემდეგ საბა კვირკველია გამოჩნდა, ეს კი მისი ესპანელი კონკურენტის, სესარ ნავასის დისკვალიფიკაციის გამო მოხდა.
"კრასნოდარის" კაპიტანმა ალექსანდრე ამისულაშვილმა სიცხის გამო ვერ ითამაშა, მისმა თანაგუნდელმა ოთარ მარცვალაძემ კი თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა.
თუმცა ამ უკანასკნელმა მასპინძელთა პრესტიჟის გოლში მაინც მიიღო მონაწილეობა - მისი დარტყმული ბურთი ხარიხაში მოჰყვა და დამატებაზე თანაგუნდელმა იმარჯვა. რუსეთში მოთამაშე ქართველ ლეგიონერთა ნაწილს კი საქმეში 12 მარტს ვნახავთ.
უკრაინულ პრემიერლიგაში დავით თარგამაძემ თავისი კლუბის, დონეცკის "შახტარის" წინააღმდეგ ტრავმის გამო ვერ ითამაშა. უჩა ლობჟანიძე კი კიევის "დინამოს", რომელმაც მისი "კრივბასი" 3:0 გაანადგურა, ავტოგოლით "შეეწია".
უკრაინაში "ქართული დერბიც" გაიმართა და კარგია, რომ სანდრო კობახიძეცა და ჯაბა ლიპარტიაც საკუთარი გუნდების ძირითად შემადგენლობაში იყვნენ. ქართველთა კიდევ ერთ დაპირისპირებას კი 12 მარტს პოლონეთში უნდა ველოდოთ.
ბუნებრივია, მხედველობიდან არც ირაკლი სირბილაძის, გიორგი ადამიასა და ლევან კორღალიძის გოლები უნდა გამოგვრჩეს. აზერბაიჯანში კი გიორგი ჩიხრაძე დააფასეს და ქართველი სპეციალისტი ბაქოს "ინტერის" მეორე მწვრთნელობიდან ზაქათალის "სიმურგის" მთავარ მწვრთნელობამდე დაწინაურდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"