წელს რუსეთის პრემიერლიგაში "რუბინმა" მეორე მატჩი ჩაატარა, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ცენტრალურმა მცველმა კი პირველად ითამაშა და საერთო შეფასებით, კარგი შთაბეჭდილება დატოვა.
"რუბინის" მთავარი მწვრთნელი ყურბან ბერდიევი მოსკოველებს ხუთი მცველით დაუპირისპირდა, საბა კი მარჯვენა ცენტრალური მცველი გახლდათ.
19 წლის ქართველ ახალგაზრდაზე ყაზანელთა გამოცდილმა მცველმა ვიტალი კალეშინმა Soccer.ru-სთან ინტერვიუში ილაპარაკა:
"ყურბან ბერდიევმა გვითხრა, როგორ უნდა გვეთამაშა და მიმაჩნია, რომ
მოსკოვის "ლოკომოტივის" შემადგენლობაში 68-ე წუთზე ლონდონის "ტოტენჰემიდან" რუსეთში დაბრუნებული თავდამსხმელი რომან პავლიუჩენკო გამოჩნდა. კვირკველიას ასეთი გამოცდილი თავდამსხმელის წინააღმდეგ მოუხდა თამაში, რამდენიმე ეპიზოდში მასთან ორთაბრძოლაშიც შევიდა, სადაც არაფერი დაუთმია.
"შარონოვს და ნავასს დისკვალიფიკაცია ჰქონდათ და მიხარია, ბერდიევი რომ მენდო და ძირითადში შეუცვლელად მათამაშა.
"ლოკომოტივს" თავდასხმაში მაიკონი და პავლიუჩენკო ჰყავს. პირველი ბრაზილიის 20-წლამდელთა ნაკრების მოთამაშე იყო, ძალიან ძლიერი თავდამსხმელია. პავლიუჩენკოს კი ყველა კარგად იცნობთ.
ძალიან მძიმე მატჩი იყო, მაგრამ ყველაფერი კარგად დასრულდა.
როგორი თავდამსხმელია პავლიუჩენკო? მისი ყველაზე დიდი პლუსი ისაა, რომ ფიზიკურად ძალიან ძლიერია და ტანს კარგად დგამს. მასთან ერთი წამით მოდუნებაც არ შეიძლებოდა. პავლიუჩენკო შეცვლაზე შემოიყვანეს და დიდხანს არ უთამაშია, მაგრამ სასიამოვნოა, ასეთი ცნობილი თავდამსხმელის წინააღმდეგ დაპირისპირებისას შენი გუნდის კარს მშრალად რომ შეინახავ.
ცხადია, ასეთი მატჩები უფრო თავდაჯერებულს მხდის", - გვითხრა კვირკველიამ.
კვირკველია 6 თებერვალს გახდა 19 წლის. ასაკის გათვალისწინებით, მისი პროგრესი აშკარაა. საბა "რუბინის" მთავარი მწვრთნელის, ყურბან ბერდიევის ნდობით სარგებლობს და ალბათ, შორს არც ის დღე არის, როდესაც გუნდის ძირითად შემადგენლობაში დაიმკვიდრებს ადგილს და ეროვნულ ნაკრებში მიიწვევენ.
"ჯვაროსნების" გაახალგაზრდავების პროცესში ეს ლოგიკურიც იქნება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"