თუმცა, საქართველოსგან განსხვავებით აზერბაიჯანში პირველ ეტაპზე მოპოვებული ქულები არავისთვის "წაურთმევიათ", ანუ, "ჩვეულებრივ პირველობას" ატარებენ.
თუმცა, გარკვეული "მსგავსება" მეზობლებს მაინც გაგვაჩნია: ჩვენი არ იყოს, აზერბაიჯანის გუნდებსაც ერთობ შემჭიდროებული გრაფიკით უწევთ ასპარეზობა.
განსაკუთრებით კი ეს ზედა ექვსეულის გუნდებს ეხებათ და ამის ნათელ მაგალითად, იქაური ყველაზე "ქართული გუნდის", ბაქოს "ინტერის" კალენდარიც მოწმობს: კახა ცხადაძის შეგირდებს
აზერბაიჯანის ჩემპიონატის მომდევნო ტურის მატჩები ამ უქმეებზე ჩატარდება, 14 მარტს კი ამ ქვეყნის თასის პირველი მეოთხედფინალური მატჩები გაიმართა. ჩვენც, რაღა თქმა უნდა, იმ შეხვედრებზე გავამახვილებთ ყურადღებას, სადაც ქართველები მონაწილეობდნენ.
დედაქალაქურ "დერბიში" მოედანზე 90 წუთი გაატარა ნუგზარ კვირტიამ, თუმცა მისი გუნდი ("აზალი") 1:3 დამარცხდა "ბაქისთან". სტუმრად, ფრედ (2:2) ითამაშა "ყარაბაღმა", თუმცა გიორგი ადამიას ამ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია.
ყველაზე დიდ ინტერესს კი "ინტერი"-"ხაზარის" დაპირისპირება იწვევდა და შეხვედრამაც ინტერესი გაამართლა. "ტრილერი შაფაზე", - აი, ასეთი სათაურებით იყო "აჭრელებული" 14 მარტს აზერბაიჯანული ვებგვერდები და ძნელია, ამაში არ დავეთანხმოთ.
"შაფას" სტადიონზე ჩატარებულ მატჩში ანგარიში "ინტერმა" გახსნა, თუმცა მეორე ტაიმის დასაწყისში "ხაზარმა" ორი ბურთის გატანა მოახერხა და ანგარიშშიც დაწინაურდა. ამის შემდეგ, ბაქოელთა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ სამი ფეხბურთელი შეცვალა, თავისი გუნდის ტაქტიკური სქემაც გადააწყო და შეხვედრის ბოლო 12 წუთში მასპინძლებს ეს აქტიურობა დაუფასდათ კიდეც (გოლები გაიტანეს ბულგარელმა ენიო კრასტოვჩევმა და ლატვიელმა გირტს კარლსონსმა).
"ინტერის" შემადგენლობაში, ტრადიციულად, ძირითად შემადგენლობაში იყვნენ გიორგი ლომაია, ილია კანდელაკი და ვალერი აბრამიძე; რაც შეეხება ბაჩანა ცხადაძეს, "ინტერის" საუკეთესო ბომბარდირს ამ მატჩში მცირე ტრავმის გამო არ უთამაშია. აზერბაიჯანის თასის საპასუხო მეოთხედფინალური მატჩები 28 მარტს ჩატარდება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"