...და აი, გუშინ ცნობილი გახდა, რომ თორნიკე ოქრიაშვილი უეფას თასის 2009 წლის მფლობელმა დონეცკის "შახტარმა" გადაიბირა. კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება: "შახტარმა" ქართველი ტეხნარი აიყვანა", - ვკითხულობთ სათაურში. შემდეგ ტექსტში წერია:
"დონეცკის "შახტარის" ახალგაზრდულ შემადგენლობას პერსპექტიული ფეხბურთელი დაემატა. ის საქართველოს წარმომადგენელი თორნიკე ოქრიაშვილია. "გაგრას" აღზრდილი მხოლოდ 18 წლისაა, თუმცა საფეხბურთო სამყაროში უკვე კარგადაა ცნობილი, ყოველ შემთხვევაში, ამ შემტევი ნახევარმცველის აყვანა, რომელსაც შემქნელის თვისებები გააჩნია, არა ერთ ცნობილ კლუბს სურდა. თუმცა ეს ფეხბურთელი უკვე დონეცკის "შახტარშია". სპეციალისტები ოქრიაშვილის არასტანდარტულ ტექნიკას გამოარჩევენ, რომელიც სისწრაფესთანაა შეხამებული. ჯერჯერობით, ქართველ ფეხბურთელს ნახევარწლიან იჯარას გაუფორმებენ. თუ ამ ვადის დასრულების შემდეგ, მხარეები პარტნიორობის გაგრძელებას ისურვებენ, ასეთ შემთხვევაში, "შახტარი" კონტრაქტის სრულად გამოსყიდვის უფლებას იტოვებს".
ფეხბურთელის სანკტ-პეტერბურგში წაუსვლელობის მიზეზი "გაგრას" სატრანსფერო მადა არ გამხდარა. ქართული კლუბის პრეზიდენტმა ბესიკ ჩიხრაძემ გვითხრა, რომ უკრაინული კლუბის წარმომადგენელი ოქრიაშვილს ავსტრიაში, "ზენიტისა" და "ზესტაფონის" საკონტროლო შეხვედრის დროს დააკვირდა. დონეცკელები ქართველ ფეხბურთელზე ინფორმაციას მანამდეც ფლობდნენ. ისინი ბელარუსში ამ ქვეყნისა და დაესწრნენ საქართველოს 19-წლამდელთა ამხანაგურ შეხვედრებს, რომელშიც ოქრიაშვილმა ძალიან კარგად ითამაშა. ზენიტური ტესტების შემდეგ"შახტარმა" ქართველი ფეხბურთელის აყვანა საბოლოოდ გადაწყვიტა. თუმცა ტრანსფერზე სხვა ფაქტორებმაც იმოქმედა.
თავის მხრივ, ოქრიაშვილის "ზენიტში" აყვანით კლუბის სპორტული დირექტორი იგორ კორნეევი ძალიან იყო დაინტერესებული. საბჭოთა კავშირის ნაკრებისა და "ბარსელონას" ყოფილმა ფეხბურთელმა ტექნიკური ოქრიაშვილში დიდი პოტენციალი დაინახა. საბოლოოდ, მოლაპარაკებებში უკრაინელებმა უფრო იაქტიურეს და საკითხიც მათ სასარგებლოდ გადაწყდა. აი, რას გვეუბნება ჩიხრაძე:
- ჩვენ პეტერბურგელებთან წინასწარი მოლაპარაკება გვქონდა, მაგრამ "ზენიტმა" ბოლოს პირობები შეცვალა. ამასობაში, დონეცკის "შახტარმა" ძალზე აქტიურად დაიწყო მოლაპარაკებები და ყველაფერი რომ ავწონ-დავწონეთ, ასე ვამჯობინეთ.
- რამდენად მართალია, თითქოს გადაწყვეტილებაზე გადამწყვეტი გავლენა იქონია რუსეთთან გართულებულმა სავიზო პრობლემებმა?
- რა თქმა უნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო. საქართველოს მოქალაქეებისთვის ძალიან რთულია რუსეთის ვიზის მიღება და წასვლა-წამოსვლა, ოჯახის წევრების ჩაყვანა და ასე შემდეგ. თუმცა მხოლოდ ეს არ იყო გადამწყვეტი. "შახტარს" სუპერთანამედროვე საწვრთნელი ბაზა, სტადიონი და ინფრასტრუქტურა აქვს. უმაღლეს დონეზე მიგვიღეს. ეს ხომ თავად თორნიკემაც ნახა და დონეცკის კლუბზე უკეთესი შთაბეჭდილება დარჩა.
- იჯარის პირობებიც უკეთესი იყო?
- არა, აბსოლუტურად ერთნაირი პირობები იყო. ჩვენ ფულს არ დავხარბებივართ. მთავარია, თორნიკეს წინსვლის პირობები შევუქმნათ. ეს ხომ ისევ "გაგრას" სახელი იქნება.
"შახტარის" პრესსამსახური იუწყება, რომ ოქრიაშვილი იჯარით ითამაშებს და თუ თავს გამოიჩენს, იჯარის ვადის ამოწურვის შემდეგ უკრაინის ჩემპიონთან 3-წლიან ხელშეკრულებას გააფორმებს.
"ეს არის ოპციონის სისტემა. დონეცკელებმა თორნიკეს 6-თვიანი კონტრაქტი გაუფორმეს და ამის შემდეგ ფეხბურთელის გამოსყიდვის უფლება მიიღეს. ისე, შემიძლია თამამად ვთქვა, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ეს ერთ-ერთი საუკეთესო კონტრაქტია. მასში გათვალისწინებული პირობები თორნიკეს მომავლისთვის უდავოდ მისაღებია. ის ჯერ დუბლებში ივარჯიშებს, მაგრამ მასზეა დამოკიდებული, ძირითადში როდის მოხვდება. ჩემი აზრით, ეს ძალიან მალე მოხდება. სხვათა შორის, კონტრაქტის გაფორმების შემდეგ "შახტარის" პრეზიდენტმა რინატ ახმეტოვმა ოქრიაშვილს ამის თაობაზე ჰკითხა - მთავარ გუნდში როდის ითამაშებო, თორნიკემ დაუფიქრებლად უპასუხა, სამ თვეშიო. ახმეტოვს ეს პასუხი ძალიან მოეწონა", - ამბობს ჩიხრაძე.
მერაბ მამულაშვილი
transferi
oqriaSvili SaxtarSi: jer ijara, mere kontraqti
saqarTvelos axalgazrduli nakrebisa da "gagras" Semtevi naxevarmcveli Tornike oqriaSvili avstriaSi sankt-peterburgis "zenitTan" erTad emzadeboda da klubSi misi Caricxva gadawyvetili gvegona. 18 wlis fexburTelma testirebaze kargi STabeWdileba datova da TiTqos gadawyvetili iyo, rom oqriaSvili ruseTis premierligis umdidres klubTan eqvsTvian saijaro xelSekrulebas gaaformebda. rusuli media werda, rom qarTveli fexburTelis bedi male gairkveoda. "zenitis" erT-erTma mwvrTnelma nikolai vorobiovma kiTxvaze - rogori STabeWdileba datoves axalwveulebma, ase upasuxa: "oqriaSvili axalgazrda fexburTelia da moRoniereba sWirdeba. Tumca ki Zalian teqnikuri biWia. jerjerobiT, mas perspeqtivaSi ganvixilavT. mTavari mwvrTneli seleqciisas iTvaliswinebs ara mxolod fexburTelis klass, aramed, mis saTamaSo stils, Caewereba Tu ara "zenitis" sqemaSi, asaks da ase Semdeg. ar gadaviwydeT fasic - is klasis Sesaferisi unda iyos".
...da ai, guSin cnobili gaxda, rom Tornike oqriaSvili uefas Tasis 2009 wlis mflobelma doneckis "Saxtarma" gadaibira. klubis oficialuri vebgverdi iuwyeba: "Saxtarma" qarTveli texnari aiyvana", - vkiTxulobT saTaurSi. Semdeg teqstSi weria:
"doneckis "Saxtaris" axalgazrdul Semadgenlobas perspeqtiuli fexburTeli daemata. is saqarTvelos warmomadgeneli Tornike oqriaSvilia. "gagras" aRzrdili mxolod 18 wlisaa, Tumca safexburTo samyaroSi ukve kargadaa cnobili, yovel SemTxvevaSi, am Semtevi naxevarmcvelis ayvana, romelsac Semqnelis Tvisebebi gaaCnia, ara erT cnobil klubs surda. Tumca es fexburTeli ukve doneckis "SaxtarSia". specialistebi oqriaSvilis arastandartul teqnikas gamoarCeven, romelic siswrafesTanaa Sexamebuli. jerjerobiT, qarTvel fexburTels naxevarwlian ijaras gauformeben. Tu am vadis dasrulebis Semdeg, mxareebi partniorobis gagrZelebas isurveben, aseT SemTxvevaSi, "Saxtari" kontraqtis srulad gamosyidvis uflebas itovebs".
fexburTelis sankt-peterburgSi wausvlelobis mizezi "gagras" satransfero mada ar gamxdara. qarTuli klubis prezidentma besik CixraZem gviTxra, rom ukrainuli klubis warmomadgeneli oqriaSvils avstriaSi, "zenitisa" da "zestafonis" sakontrolo Sexvedris dros daakvirda. doneckelebi qarTvel fexburTelze informacias manamdec flobdnen. isini belarusSi am qveynisa da daeswrnen saqarTvelos 19-wlamdelTa amxanagur Sexvedrebs, romelSic oqriaSvilma Zalian kargad iTamaSa. zenituri testebis Semdeg"Saxtarma" qarTveli fexburTelis ayvana sabolood gadawyvita. Tumca transferze sxva faqtorebmac imoqmeda.
Tavis mxriv, oqriaSvilis "zenitSi" ayvaniT klubis sportuli direqtori igor korneevi Zalian iyo dainteresebuli. sabWoTa kavSiris nakrebisa da "barselonas" yofilma fexburTelma teqnikuri oqriaSvilSi didi potenciali dainaxa. sabolood, molaparakebebSi ukrainelebma ufro iaqtiures da sakiTxic maT sasargeblod gadawyda. ai, ras gveubneba CixraZe:
- Cven peterburgelebTan winaswari molaparakeba gvqonda, magram "zenitma" bolos pirobebi Secvala. amasobaSi, doneckis "Saxtarma" Zalze aqtiurad daiwyo molaparakebebi da yvelaferi rom avwon-davwoneT, ase vamjobineT.
- ramdenad marTalia, TiTqos gadawyvetilebaze gadamwyveti gavlena iqonia ruseTTan garTulebulma savizo problemebma?
- ra Tqma unda, es Zalian mniSvnelovani faqtori iyo. saqarTvelos moqalaqeebisTvis Zalian rTulia ruseTis vizis miReba da wasvla-wamosvla, ojaxis wevrebis Cayvana da ase Semdeg. Tumca mxolod es ar iyo gadamwyveti. "Saxtars" superTanamedrove sawvrTneli baza, stadioni da infrastruqtura aqvs. umaRles doneze migviRes. es xom Tavad Tornikemac naxa da doneckis klubze ukeTesi STabeWdileba darCa.
- ijaris pirobebic ukeTesi iyo?
- ara, absoluturad erTnairi pirobebi iyo. Cven fuls ar davxarbebivarT. mTavaria, Tornikes winsvlis pirobebi SevuqmnaT. es xom isev "gagras" saxeli iqneba.
"Saxtaris" pressamsaxuri iuwyeba, rom oqriaSvili ijariT iTamaSebs da Tu Tavs gamoiCens, ijaris vadis amowurvis Semdeg ukrainis CempionTan 3-wlian xelSekrulebas gaaformebs.
"es aris opcionis sistema. doneckelebma Tornikes 6-Tviani kontraqti gauformes da amis Semdeg fexburTelis gamosyidvis ufleba miiRes. ise, SemiZlia Tamamad vTqva, rom damoukidebeli saqarTvelos istoriaSi es erT-erTi saukeTeso kontraqtia. masSi gaTvaliswinebuli pirobebi Tornikes momavlisTvis udavod misaRebia. is jer dublebSi ivarjiSebs, magram maszea damokidebuli, ZiriTadSi rodis moxvdeba. Cemi azriT, es Zalian male moxdeba. sxvaTa Soris, kontraqtis gaformebis Semdeg "Saxtaris" prezidentma rinat axmetovma oqriaSvils amis Taobaze hkiTxa - mTavar gundSi rodis iTamaSebo, Tornikem daufiqreblad upasuxa, sam TveSio. axmetovs es pasuxi Zalian moewona", - ambobs CixraZe.
merab mamulaSvili