გერმანიაში ნიკა გელაშვილის მშრალი სერია გრძელდება

AutoSharing Option
გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში მორიგი წარუმატებელი მატჩი ჩაატარა "ბოხუმმა", რომელმაც "ინგოლშტადტს" უმასპინძლა და 89-ე წუთზე მიღებული გოლით 0:1 დამარცხდა.

წინა ტურში ავტოგოლის გამტანი ნიკა გელაშვილი ამჯერადაც "ბოხუმის" სასტარტო შემადგენლობაში იყო და იმის მიუხედავად, რომ რამდენიმე სახიფათო მომენტი შეექმნა, თავი ვერც ამჯერად გამოიჩინა. ასე რომ, სადებიუტო მატჩში გატანილი გოლი ნიკას გერმანულ კარიერაში, ჯერჯერობით, ერთადერთად რჩება.

"ბოხუმი" მეორე ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილში მე-10 ადგილზეა და გავარდნა არ ემუქრება.

საფრანგეთის რანგით მეორე ლიგაში გიორგი მაკარიძის "ლე მანი" "ბულონს" ესტუმრა და 0:2 დამარცხდა. ქართველმა მეკარემ ამჯერადაც
შეუცვლელად ითამაშა.
"ლე მანი" ლიგა 2-ის ერთ-ერთი აუტსაიდერია და იქ დასარჩენად დიდი ბრძოლა მოუწევს.

ამირან სანაია "ბასტიას" განაცხადში არც ამჯერად გამოჩენილა. "ბასტიამ" სტუმრად "არლთან" 0:0 ითამაშა და კვლავ ერთპიროვნული ლიდერია, მაგრამ ქართველი მცველის უთამაშებლობა გვაფიქრებინებს, რომ მომავალი სეზონიდან მას სხვა კლუბში ვიხილავთ.

პოლონეთის ექსტრაკლასაში "იაგელონიამ" "ვიძევს" უმასპინძლა და 4:1 გაანადგურა. მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყო ნიკა ძალამიძე, რომელიც 63-ე წუთზე შეცვალეს. ამ დროისთვის ანგარიში 2:1 იყო. შეგახსენებთ, იგი "იაგელონიამდე" სწორედ "ვიძევის" ღირსებას იცავდა. მერაბ გიგაური "იაგელონიას" სათადარიგოთა სკამზე იჯდა. ქართველთა გუნდი მე-10 საფეხურზეა და არც გავარდნა ემუქრება და არც საპრიზო ადგილებზე გასვლის შანსი აქვს.

ლევან მჭედლიძის "ემპოლი" გასვლაზე "სასუოლოსთან" 0:1 დამარცხდა, ქართველი ფორვარდი კი მოედანზე 76-ე წუთიდან გამოჩნდა. ირაკლი შეყილაძე "ემპოლის" განაცხადს მიღმა დარჩა. "ემპოლი" სერია B-ში დასარჩენად ბრძოლას განაგრძობს

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
გული არ გაიტეხო,მიაწექი კველაფერი კარგად იქნება
vasiko basiladze
17:27 24-03-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული