ლეგიონი: გია გრიგალავამ გროზნოში გაიმარჯვა

AutoSharing Option
რუსეთის პრემიერლიგაში გია გრიგალავას "ვოლგა" გროზნოს "ტერეკს" ეწვია და 3:1 გაიმარჯვა. ქართველმა მცველმა შეუცვლელად ითამაშა, "ტერეკის" შემადგენლობაში კი კვლავ არ გამოჩენილა ლევან გვაზავა. "ვოლგა" პრემიერლიგაში დასარჩენად ბრძოლას განაგრძობს.

პოლონეთის ექსტრაკლასში ლადო დვალიშვილის "პოლონია" სტუმრად 0:3 განადგურდა. ქართველი თავდამსხმელი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 78-ე წუთზე შეცვალეს, მისი გუნდი კი მე-5 ადგილზეა.

დანიაში "ორჰუსმა" გასვლითი მატჩი 2:0 მოუგო "მიდტიულანდს". სტუმართა შემადგენლობაში დავით სხირტლაძე მე-80 წუთიდან გამოჩნდა. ამ დროისთვის შეხვედრის საბოლოო შედეგი უკვე დაფიქსირებული იყო. "ორჰუსი" სუპერლიგაში მე-4 ადგილზეა და ევროპის ლიგის საგზურისთვის
იბრძვის.

გიორგი ჩიხრაძემ კი ზაქათალის "სიმურგის" მთავარი მწვრთნელის რანგში პირველი მატჩი მოიგო. მისმა გუნდმა სტუმრად 2:1 სძლია "სუმგაითს".

"სიმურგს" აზერბაიჯანულ პრემიერლიგაში ადგილის შენარჩუნება არ უნდა გაუჭირდეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული