გიორგი მაკარიძის გმირობა საფრანგეთში

AutoSharing Option
საფრანგეთის ლიგა 2-ში "ლე მანმა" სტუმრად უშუალო კონკურენტი "მეცი" 1:0 დაამარცხა, რაშიც დიდი წვლილი გიორგი მაკარიძემ შეიტანა.

ქართველმა მეკარემ საკუთარი გუნდი არაერთხელ იხსნა და მატჩის ერთ-ერთ გმირადაც იქცა.

"ლე მანი" "მეცს" ქულებით გაუთანაბრდა, მაგრამ ბურთების უკეთესი შეფარდების სხვაობით კონკურენტი ჩამოიტოვა და სახიფათო ზონაში გაისტუმრა. თუმცა 21 წლის მაკარიძესა და მის თანაგუნდელებს ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად კიდევ დიდი ბრძოლა მოუწევთ.

აზერბაიჯანში თასის მეოთხედფინალის განმეორებითი შეხვედრები გაიმართა. ბაქოს "ინტერმა", რომელსაც ლენქორანის "ხაზარი" შინ 3:2 ჰყავდა დამარცხებული, სტუმრად 1:1-ს მიაღწია და ნახევარფინალში გავიდა.

აღსანიშნავია,
რომ "ინტერი" 29-ე წუთზე ბაჩანა ცხადაძემ დააწინაურა, "ხაზარმა" კი ანგარიში 82-ეზე გაათანაბრა. მატჩში მონაწილეობა "ინტერის" ყველა ქართველმა მიიღო - ცხადაძემ, გიორგი ლომაიამ, ვალერი აბრამიძემ და ილია კანდელაკმა.

აზალ-მა "ბაქისთან" შინაც წააგო - 1:2 (პირველი მატჩი 1:3 დათმო). ნუგზარ კვირტია მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და პირველი ტაიმის მიწურულს გააძევეს.

"ყარაბახი" კი ნახევარფინალში სტუმრად გატანილი გოლების წყალობით გავიდა - გასვლითი 2:2-ის შემდეგ შინ 0:0 ითამაშა "გაბალასთან". გიორგი ადამია "ყარაბახის" ძირითადში იყო და 89-ე წუთზე შეცვალეს, 63-ეზე კი გააფრთხილეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული