ლაშა ჯაკობია: ბომბარდირობისთვის ბრძოლას ცუდ დროს გამოვაკლდი

AutoSharing Option
24 ტურის შემდეგ ლაშა ჯაკობიას უჟგოროდის "ჰოვერლა-ზაკარპატიე" უკრაინის პირველ ლიგას სათავეში მოექცა. კარპატელები უახლოეს მდევარს, ზაპოროჟიეს "მეტალურგს" 4 ქულით უსწრებენ, მესამეადგილოსან "სევასტოპოლს" - 11-ით და თუ სასწაული არ მოხდა, პრემიერლიგას დაუბრუნდებიან.

ფორმაში შევიდა ლაშა ჯაკობიაც: საქართველოს ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა 18 ტურში 8 გოლი გაიტანა და პირველი ლიგის საუკეთესო ბომბარდირებში მეოთხე-მეხუთე ადგილზეა. თუმცა, შესაძლოა, 31 წლის ქართველმა ბომბარდირობისთვის ბრძოლა ვეღარ გააგრძელოს.

"მარტში მუხლის ტკივილი მაწუხებდა. ამის გამო ბოლო 2 თამაში გამომატოვებინეს და მითხრეს, რომ კიდევ 2 კვირა უნდა დავისვენო და ვიმკურნალო.

არადა, ისეთ ფორმაში შევდივარ, იმედი მქონდა, რომ ბომბარდირებში დავწინაურდებოდი", - ამბობს ჯაკობია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული