სანდრო კობახიძემ კიევურ დერბიში დუბლი შეასრულა! [+VIDEO]

AutoSharing Option
ვიდეო
საქართველოს ნაკრებისა და კიევის "არსენალის" ნახევარმცველმა სანდრო კობახიძემ კიევურ დერბიში თავი დუბლით გამოიჩინა.

უკრაინის უმაღლესი ლიგის 26-ე ტურში "მეთოფეებმა" თანაქალაქელ "ობოლონს" უმასპინძლეს და 4:1 დაამარცხეს, რითაც სატურნირო ცხრილში ქულებით "დნიპროს" გაუთანაბრდნენ და ევროთასებზე გამსველი ადგილისთვის ბრძოლაში პოზიციები კიდევ უფრო გაიმყარეს.

ამ შეხვედრის ერთერთი გმირი სწორედ ქართველი ნახევარმცველი გახდა, რომელმაც მე-11 და 28-ე წუთებზე შეძლო თავის გამოჩენა.

პირველ ეპიზოდში სანდრომ ბურთი მარცხენა ფლანგზე მიიღო, მეტოქის საჯარიმოში შეჭრილმა კი ჯერ ტექნიკურად ჩამოიტოვა ერთი მცველი, შემდეგ მეორეს არ აცადა მდგომარეობაში გარკვევა და მეკარისგან
შორეულ დაბალ კუთხეში ბურთი ზუსტად გადაგზავნა.

კობახიძემ დუბლის შესრულება რამდენიმე წუთში შეძლო, როდესაც მარცხენა ფრთიდან თანაგუდელის კარგი გადაცემა შეიფერა და დაახლოებით 13 მეტრიდან მეკარეს აუღებელი დაურტყა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ასე გააგრძელე სანდრო !!!ნაკრებშიც ასეთი თამაში გვინდა !!
joni
10:36 08-04-2012
0

სიახლეები პოპულარული