ლეგიონის უქმეები: სანდრო კობახიძისა და ოთარ მარცვალაძის გოლები [+VIDEO]

AutoSharing Option
ვიდეო
სანამ ბრაზილიელი ზე რობერტოს რეკორდს დაამხობს, ლეგიონის უქმეების მიმოხილვის უმთავრესი თემა ლევან კობიაშვილი იქნება.

გერმანულ ბუნდესლიგაში ვეტერანმა ქართველმა 333-ე მატჩი ჩაატარა, ლეგიონერთაგან კი საუკეთესო შედეგი ჯერჯერობით ბრაზილიელ ზე რობერტოს აქვს - 336. შესაბამისად, ლევანს მისი რეკორდის გაუმჯობესებამდე ოთხიოდე შეხვედრა აშორებს, რომლებსაც, დიდი ალბათობით, ამ სეზონშივე ჩაატარებს.

თუმცა კობიაშვილის მიღწევას დიდი დღე არ უწერია იმ შემთხვევაში, თუ "ჰერტა" პირველი ბუნდესლიგიდან გავარდა.

სტუმრად მიონხენგლადბახის "ბორუსიასთან" ფრე სხვა დროს ბერლინელთათვის ურიგო შედეგი არ იქნებოდა, მაგრამ ამჯერად "ჰერტას" გამარჯვება ჰაერივით ესაჭიროებოდა. კობი და მისი
თანაგუნდელები ფრეს დასჯერდნენ და ორი ქულით ჩამორჩებიან პლეი ოფის ზონაში მყოფ "კიოლნს", ხოლო სამით - სამშვიდობოზე მყოფ "აუგსბურგს".

კობიაშვილი ამჯერადაც "ჰერტას" კაპიტანი იყო. გუნდის თავკაცმა ოტო რეჰაგელმა იგი მოედნის ცენტრიდან მარცხენა მცველის პოზიციაზე დააბრუნა.

მეორე ბუნდესლიგაში "ქართული დერბი" გაიმართა - ნიკოლოზ გელაშვილის "ბოხუმმა" ალექსანდრე იაშვილის "კარლსრუეს" უმასპინძლა, თუმცა მატჩი უინტერესო გამოდგა და შესაბამისი ანგარიშით, 0:0 დასრულდა. პოზიტიურ ამბად მხოლოდ ის შეიძლება მივიჩნიოთ, რომ გელაშვილი ძირითად შემადგენლობაში დააბრუნეს. წინა ტურში მან მხოლოდ შეცვლაზე ითამაშა. შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც ნიკამ გერმანული დებიუტი გოლით აღნიშნა, თავი აღარ გამოუჩენია.

თურქეთში რეგულარული სეზონი დასრულდა და მოწინავეები მაღალი მიზნებისთვის ბრძოლას აგრძელებენ, "ქაისერისფორისა" და "სამსუნსფორისთვის" კი ჩემპიონატი დამთავრებულია. შოთა არველაძისა და ზურაბ ხიზანიშვილის "ქაისერიმ" სუპერლიგა მე-11 ადგილზე დაასრულა, აკაკი ხუბუტიას "სამსუნი" კი "სივასფორთან" შინ განცდილი მარცხით ბოლოსწინა, მე-17 პოზიციაზე დარჩა და სუპერლიგიდან გავარდა. თუმცა ეს ქართველი მცველისთვის ბევრს არაფერს ცვლის - იგი კარიერას სხვა კლუბში გააგრძელებს.

სანდრო კობახიძის დუბლი გასული უქმეების გამორჩეული ამბავია. ქართველი ლეგიონერებისგან გოლებითაც არ ვართ განებივრებულნი, დუბლი კი მართლაც ხაზგასასმელი ფაქტია. კიევის "არსენალის" ნახევარმცველმა "ობოლონის" კარში ორივე გოლი პირველივე ტაიმში გაიტანა (იხილეთ ვიდეო).

გოლის გემო გაიხსენა ოთარ მარცვალაძემ, რომელიც შეცვლაზე შევიდა და "კრასნოდარი" 76-ე წუთზე დააწინაურა (იხილეთ ვიდეო).

აზერბაიჯანში ბაქოს "ინტერი" მორიგი მარცხისგან ბაჩანა ცხადაძემ 91-ე წუთზე იხსნა. გამოცდილმა ალექსანდრე გოგობერიშვილმა თავი პენალტით გამოიჩინა. მამუკა ღონღაძემ კი "დაუგავას" ქულა გადაურჩინა.

კიდევ ერთი კარგი ამბავი კი ის არის, რომ გამოჯანმრთელდა და ფრანგული "ლე მანის" ძირითად შემადგენლობას დაუბრუნდა გიორგი მაკარიძე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
კარგით, ერთი, არაფერი გემოც არ დავიწყებია მარცვალაძეს, მაგრამ ხან გუნდის ხელმძღვანელები ახურებენ და არ შეყავთ მინდორზე დროულად, ხან ტრავმა აგვს.. მოკლედ, ეგ ისეთი პეხბურთელია გემო სულ გონდა, აქვს და ეგნება, კაი ბიჭია,კაი და ღმერთმა გაახაროს
ბიცოლა
12:42 09-04-2012
0
კრასნოდარს განაღდებული აქვს ადგილი და ამიტომ ფექტიურად მათჩებს ყიდის , ასე რომ რას წარმოადგენს მარცვალაძე , ამისულაშვილი და რევიშვილი მარტო შემდეგ სეზონში ვნახავთ.
joni
13:36 09-04-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული