არნემის "ვიტესის" ქართული დუეტის სამი ქულა

AutoSharing Option
12 აპრილს ჰოლანდიის ჩემპიონატის 29-ე ტურში ქართველთა "ვიტესი" "ვენლოს" ესტუმრა და 3:1 სძლია.

ვაკო ყაზაიშვილი, როგორც იცით, საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებთან ერთადაა, "ვიტესის" დანარჩენი ჩვენებურები კი მოედანზე იყვნენ.

გუნდის კაპიტანმა გურამ კაშიამ, ტრადიციულად, შეუცვლელად ითამაშა; გიორგი ჭანტურია კი სათადარიგოთა შორის იყო და მოედანზე 82-ე წუთზე შეუშვეს. ქართველებს საგოლე კომბინაციებში მონაწილეობა არ მიუღიათ.

"ვიტესი" ერედივიზიეში მეშვიდე ადგილზეა და მეექვსეადგილოსან "ჰერენვენს" ცხრა ქულით ჩამორჩება.

კაშიამ მიმდინარე ჩემპიონატში 27 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა; ჭანტურიას ანგარიშზე 22 შეხვედრა და
3 გოლია; ყაზაიშვილი კი 3 მატჩსა და ერთ გოლს დასჯერდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული