გიორგი მაკარიძე მოედნიდან გააძევეს

AutoSharing Option
უკრაინის პრემიერლიგაში 13 აპრილს კრივოი როგის "კრივბასი" "ობოლონს" ესტუმრა და 0:0 ეთამაშა. "კრივბასის" ქართველებმა, უჩა ლობჟანიძემ და ჯაბა კანკავამ მატჩი შეუცვლელად ჩაატარეს. უკრაინის 16-გუნდიან პრემიერლიგაში "კრივბასი" მე-8 ადგილზეა.

პოლონეთის ექსტრაკლასაში "იაგელონია" სტუმრად 0:2 დამარცხდა "ბელხატოვთან". ნიკა ძალამიძე "იაგელონიას" შემადგენლობაში შესვენების შემდეგ გამოჩნდა. იმ დროისთვის შეხვედრის საბოლოო ანგარიში უკვე დაფიქსირებული იყო. ძალამიძის თანაგუნდელი მერაბ გიგაური საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების შეკრებაზე იმყოფება.

"იაგელონია" 16-გუნდიან ჩემპიონატში დღეისთვის მე-11-ეა და გავარდნის საფრთხე არ ემუქრება.

საფრანგეთის ლიგა 2-ში "ლე მანმა" "ამიენს" უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 3:2
დაამარცხა. მასპინძლებმა შეხვედრა ცხრა, ხოლო სტუმრებმა 10 ფეხბურთელით ჩაამთავრეს.

სამწუხაროდ, გაძევებულთა შორისაა "ლე მანის" მეკარე გიორგი მაკარიძეც, რომელსაც მოედანი 66-ე წუთზე დაატოვებინეს.

იმ დროისთვის ანგარიში 2:2 იყო და გამარჯვების გოლი "ლე მანმა" 90-ე წუთზე, ცხრა მოთამაშით გაიტანა.

ამ უმნიშვნელოვანესი გამარჯვებით მაკარიძის გუნდმა გასავარდნი ზონა დატოვა, მაგრამ ლიგა 2-ში ადგილის შესანარჩუნებლად კიდევ დიდი ბრძოლა მოუწევს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული