ცუდი ამბავი: ლევან კობიაშვილს ბუნდესლიგაში რეკორდის დამყარების შანსი მოუსპეს

AutoSharing Option
ბუნდესლიგის გასულ ტურში ლევან კობიაშვილი "ბაიერი"-"ჰერტას" მატჩში გააძევეს. სამწუხაროდ, ვეტერან ქართველს არა ერთმატჩიანი, არამედ ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს, რაც იმას ნიშნავს, რომ მიმდინარე სეზონში იგი ბრაზილიელი ზე რობერტოს რეკორდს ვერ დაამხობს.

შეგახსენებთ, საუბარია ბუნდესლიგაში ლეგიონერთა მიერ ჩატარებული შეხვედრების რაოდენობაზე. ზე რობერტოს აქტივში 336 მატჩია, კობის კი 335 თამაში მოუგროვდა. ბუნდესლიგის დასრულებამდე სამიოდე ტურიღა დარჩა, რაც იმას ნიშნავს, რომ კობიაშვილი მხოლოდ ბოლო ტურში შეძლებს თამაშს და ზე რობერტოს მაჩვენებელს გაიმეორებს.

ასე რომ, რეკორდის დამხობა მომავალი სეზონისთვის გადაიდო; ისიც მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ
"ჰერტა" პირველ ბუნდესლიგაში ადგილს შეინარჩუნებს. დღეისთვის ბერლინელები გასავარდნ ზონაში არიან და ელიტაში დასარჩენად დიდი ბრძოლა მოუწევთ.

კობიაშვილი "კაიზერსლაუტერნთან" საშინაო შეხვედრას გამოტოვებს და ვერც გელზენკირხენში თავისი ყოფილი კლუბის, "შალკეს" წინააღმდეგ ითამაშებს. ბოლო ტურში "ჰერტა" "ჰოფენჰაიმს" მასპინძლობს და ლევანს მხოლოდ ამ მატჩში მონაწილეობა შეეძლება.

იმედია, კობიაშვილი მომავალ სეზონსაც პირველ ბუნდესლიგაში გაატარებს. ამ შემთხვევაში იგი რეკორდსაც უეჭველად მოხსნის და მდევრებს წამოწევის საშუალებასაც არ მისცემს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული