გამარჯვება გიორგი ადამიას გოლით

AutoSharing Option
აზერბაიჯანში თასის პირველი ნახევარფინალური შეხვედრები გაიმართა და ერთ-ერთი მათგანის გმირად გიორგი ადამია იქცა. მისმა "ყარაბახმა" სტუმრად "ბაქის" 1:0 სძლია, გამარჯვების გოლი კი 89-ე წუთზე ქართველმა შემტევმა გაიტანა.

ადამია მოედანზე 66-ე წუთზე შევიდა, 88-ეზე კი ყვითელი ბარათი მიიღო.

მეორე ნახევარფინალში ბაქოს "ინტერმა" შინ "ნეფთჩისთან" 0:0 ითამაშა. ოთხივე ქართველი "ინტერის" ძირითად შემადგენლობაში იყო. გიორგი ლომაიამ, ვალერი აბრამიძემ და ილია კანდელაკმა შეუცვლელად ითამაშეს, ბაჩანა ცხადაძე კი 58-ე წუთზე შეცვალეს.

აზერბაიჯანში განმეორებითი სათასო მატჩები 25 აპრილს გაიმართება.

საბერძნეთში "ერგოტელისი" საკუთარ მოედანზე 0:1 დამარცხდა "ლევადიაკოსთან".
გიორგი შაშიაშვილი
მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და 75-ე წუთზე შეცვალეს. ამ დროისთვის მატჩის საბოლოო ანგარიში უკვე დაფიქსირებული იყო. "ერგოტელისს" ბერძნული სუპერლიგიდან გავარდნის რეალური საფრთხე ემუქრება.

ლატვიის ჩემპიონატში კვლავ გამოიჩინა თავი მამუკა ღონღაძემ. "დაუგავას" ქართველმა ფორვარდმა "იელგავას" კარი დალაშქრა, მისმა გუნდმა კი 2:1 გაიმარჯვა.

დღეისთვის "დაუგავა" ჩემპიონატს ერთპიროვნულად ლიდერობს. ღონღაძის გუნდს ხუთი ტურის შემდეგ 11 ქულა აქვს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული