ადამია მოედანზე 66-ე წუთზე შევიდა, 88-ეზე კი ყვითელი ბარათი მიიღო.
მეორე ნახევარფინალში ბაქოს "ინტერმა" შინ "ნეფთჩისთან" 0:0 ითამაშა. ოთხივე ქართველი "ინტერის" ძირითად შემადგენლობაში იყო. გიორგი ლომაიამ, ვალერი აბრამიძემ და ილია კანდელაკმა შეუცვლელად ითამაშეს, ბაჩანა ცხადაძე კი 58-ე წუთზე შეცვალეს.
აზერბაიჯანში განმეორებითი სათასო მატჩები 25 აპრილს გაიმართება.
საბერძნეთში "ერგოტელისი" საკუთარ მოედანზე 0:1 დამარცხდა "ლევადიაკოსთან".
ლატვიის ჩემპიონატში კვლავ გამოიჩინა თავი მამუკა ღონღაძემ. "დაუგავას" ქართველმა ფორვარდმა "იელგავას" კარი დალაშქრა, მისმა გუნდმა კი 2:1 გაიმარჯვა.
დღეისთვის "დაუგავა" ჩემპიონატს ერთპიროვნულად ლიდერობს. ღონღაძის გუნდს ხუთი ტურის შემდეგ 11 ქულა აქვს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"