შეხვედრას სტუმრები, რომელთა რიგებში კიდევ ერთმა ქართველმა - ბუბა დაუშვილმა ითამაშა, ორი ბურთის სხვაობით კი იგებდნენ, მაგრამ დედაქალაქელებმა ანგარიშის გათანაბრება მაინც შეძლეს. შეხვედრის მიწურულს კი "მეთოფეებს" გამარჯვების გოლი სწორედ სანდრო კობახიძემ მოუტანა.
ქართველმა ფეხბურთელმა, რომლითაც, თუ უკრაინულ მედიას დავუჯერებთ, ბოლო დროს კიევის "დინამო" დაინტერესდა, თამაშის შემდეგ საიტ faeri.ru-ს ჟურნალისტთან კომენტარი გააკეთა.
- ალექსანდრე, პირველ რიგში,
- ეს ფეხბურთია! პირველსავე ტაიმში გატანას ყოველთვის ვერ ახერხებ და ბოლო წუთებამდე ბრძოლა გიწევს. არანორმალური თამაში გამოგვივიდა და ჩვენ გამარჯვებისთვის ვიბრძოლეთ!
- და მაინც, რა დაგაკლდათ პირველ ტაიმში?
- ვფიქრობ, ჩვეულად ვთამაშობდით, მაგრამ როდესაც ვაგებდით, უფრო მეტად შევუტიეთ - შედეგიც ამას მოჰყვა.
ბიჭებმა ხასიათი გამოავლინეს. რაც მთავარია, ამ გამარჯვების შემდეგ ჩვენ ევროპის ლიგის საგზურისთვის ბრძოლას ვაგრძელებთ!
- რა გითხრათ მწვრთნელმა "კარპატთან" გამარჯვების შემდეგ?
- "ყოჩაღ, ყველანი კარგები ხართ!" ემოციური იყო და თამაშისთვის ყველას მადლობა გადაგვიხადა.