ჯანო ანანიძეს რუსეთის ნაკრებში საქმეს თავად სერგეი ლავროვი უწყობდა!

AutoSharing Option
წარსულში ცნობილმა რუსმა ფეხბურთელმა, მოსკოვის "სპარტაკის" ყოფილმა ნახევარმცველმა იგორ ტიტოვმა, რომელმაც ამ გუნდის მაისურით რუსეთის ჩემპიონობა 6-ჯერ მოიპოვა, "წითელ-თეთრების" გუნდის ქართველ ნახევარმცველზე, ჯანო ანანიძეზე ისაუბრა.

ტიტოვის თქმით, ქართველი ფეხბურთელისთვის თავის დროზე რუსეთის მოქალაქეობის მინიჭებითა და შემდეგ მისი ამ ქვეყნის ნაკრებში მიწვევით თვით რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ყოფილა დაინტერესებული.

"ჯანოს ხელს სიმაღლე და ფიზიკური მონაცემები არ უწყობს. არადა, ეს ბიჭი ძალიან ჭკვიანი და ტექნიკურია. მე ის ჯერ კიდევ დუბლშემადგენლობიდან მახსოვს.

მაგრამ რაც მთავარია,
მას ხელს პასპორტი უშლის. ვიცი, რომ მას რუსეთის მოქალაქეობის მინიჭებას ორი დღის ვადაში სთავაზობდნენ. საქმის მოგვარებას თავად საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ჰპირდებოდა.

როგორც ჩანს, მის არჩევანში დიდი როლი ნათესავებმა ითამაშეს და სულ მალე ის საქართველოს ნაკრებში აღმოჩნდა.

ანანიძე უკვე იმ ასაკშია, რომ დროა, გაცემული ავანსები გაამართლოს და დაამტკიცოს, რომ რაფაელ კარიოკასა და დემი დე ზუევზე უკეთესია", - თქვა ტიტოვმა საიტ Sportbox.ru-ს სტუდიაში.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული