გიორგი ლომაია აზერბაიჯანის საუკეთესო ფეხბურთელია!

AutoSharing Option
აზერბაიჯანულ ვებგვერდ "აზერიფუტბოლზე" დასრულდა გამოკითხვა, თუ ვინ იქნებოდა 2011/12 წლების სეზონში აზერბაიჯანის საუკეთესო ფეხბურთელი.

ჩვენთვის სასიხარულო უნდა იყოს, რომ ამ გამოკითხვაში გაიმარჯვა ბაქოს "ინტერის" 32 წლის მეკარემ გიორგი ლომაიამ, რომელმაც 180 ხმა (31%) მოაგროვა და უკან ჩამოიტოვა ლენქორანის "ხაზარის" კაპიტანი რახიდ ამირგულიევი (143 ხმა) და ბაქოს "ნეფთჩის" უზბეკი ლეგიონერი, აზერბაიჯანის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი ბახოდირ ნასიმოვი (87 ხმა).

დაგვეთანხმებით, რომ მართლაც იშვიათი შემთხვევაა, როცა საუკეთესო ფეხბურთელის გამოკითხვაში მეკარე იმარჯვებს; თუმცა 32 წლის გიორგი ლომაიას იმდენად წარმატებული სეზონი ჰქონდა, რომ აზერბაიჯანის ჩემპიონატის
საუკეთესო ფეხბურთელობა, წესითა და რიგით, არც უნდა გაკვირვებოდა ვინმეს.

გასულ სეზონში ლომაიამ 29 მატჩი ჩაატარა აზერბაიჯანულ პრემიერლიგაში და 18 ბურთი გაუშვა, რაც მართლაც მშვენიერი შედეგია (ლომაიამ მხოლოდ სამი მატჩი გამოტოვა და ისიც დისკვალიფიკაციის გამო).

...თბილისის "კოდაკო", თბილისის "დინამო", თბილისის "ლოკომოტივი", თბილისის "მერანი-91", რუსთავის "ოლიმპი", მოსკოვის "სპარტაკი", "ხიმკი", ვლადივოსტოკის "ლუჩ-ენერგია", იენის "კარლ ცაისი", ლვოვის "კარპატი" - 2009 წლამდე ლომაია ამ გუნდების ღირსებას იცავდა; 2009 წლის ზაფხულიდან კი ბაქოს "ინტერშია" და ამ გუნდთან ერთად აზერბაიჯანის ჩემპიონიც გახდა (2010 წელს) და "თანამეგობრობის თასის" გამარჯვებულიც (2011 წელს).

იმასაც შეგახსენებთ, რომ 1998 წლიდან 2010 წლამდე გიორგი ლომაია საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ასპარეზობდა და 45 მატჩი ჩაატარა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული