იტალიური პოლიცია კახი კალაძეს ჩაწყობილ მატჩებთან დაკავშირებით დაკითხავს

AutoSharing Option
იტალიაში გარიგებულ მატჩებთან დაკავშირებით სკანდალები და გამოძიებები კვლავ გრძელდება. ამჯერად იტალიური პრესის ფურცლებზე საქართველოს ნაკრებისა და "ჯენოას" ყოფილი ფეხბურთელის, კახა კალაძის სახელიც გაჩნდა.

27 მაისს იტალიურმა პოლიციამ 19 ადამიანი დააკავა, რომლებიც ჩაწყობილი მატჩების საქმეში არიან ეჭვმიტანილნი.

აღსანიშნავია, რომ ეჭვმიტანილების დაკავება მთელი ქვეყნის მასშტაბით მოხდა.

პოლიციის ინფორმაციით, გარიგებაში მონაწილეობა 150-ამდე ფეხბურთელმა მიიღო. დაკავებულ პირთა შორის ყველაზე ცნობადი სახე რომის "ლაციოს" კაპიტანი სტეფანო მაურია. სამართალდამცველები ამ საქმეს ასევე ანტონიო კონტეს (ტურინის "იუვენტუსის" მთავარი მწვრთნელი), ერნან კრესპოსა და კახი კალაძესაც უკავშირებენ.

სამართალდამცველების აზრით,
"ჯენოასა" და რომის "ლაციოს" შორის მატჩი უცნაური იყო, რადგან შეხვედრა მოსალოდნელი ანგარიშით დასრულდა, ხოლო გარკვეული ადამიანების რიცხვმა ამაზე დიდი ფულიც გააკეთა.

La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, "ჯენოას" აწ უკვე ყოფილ ფეხბურთელებს დომენიკო კრიშიტოსა და კახი კალაძეს ჩაწყობილ მატჩებთან დაკავშირებით ახლო მომავალში დაკითხავენ.

ასევე იხილეთ
კახა კალაძის პრესმდივანი: რაიმე ბრალდებაზე საუბარი არასერიოზულია

პოლიციამ ანტონიო კონტეს სახლი გაჩხრიკა
მკითხველის კომენტარები / 3 /
არ არის კარგი ინფორმაცია თუნდაც გვარმა გაიჟღერაოს მხოლოდ. პრესმდივანი აზრზე არ არის. ფრთხილად კახაბერ. მარა ნუ გეშინია, იქ არ არის მაფიოზი სილვიო და აქ ოლიგარქი ბიძინა. იძინე წყნარად და ემზადე სამტრედიის მაჟორიტარობისთვის
nu geshinia
16:20 28-05-2012
0
საქართველოში არ ხდება ასეთი რამ? ზესტაფონს როგორ წააგებინეს ფინალი?
marina
17:05 28-05-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული