ლევან მჭედლიძისა და ირაკლი შეყილაძის "ემპოლის" სერია B-ში დარჩენის კარგი შანსი აქვს

AutoSharing Option
ევროპული ლიგების აბსოლუტურ უმრავლესობაში სეზონი უკვე დასრულდა, თუმცა არის რამდენიმე გამონაკლისი და მათ შორისაა იტალიის სერია B-ც, სადაც პლეი ოფისა და პლეი აუტის მატჩები მიმდინარეობს.

ეს ამბავი ჩვენთვის საინტერესო იმითაა, რომ სერია B-ში დასარჩენ პლეი აუტში მონაწილეობს "ემპოლი", რომლის ღირსებასაც ლევან მჭედლიძე და ირაკლი შეყილაძე იცავენ.

"ემპოლიმ" პლეი აუტის პირველი მატჩი სტუმრად "ვიჩენცასთან" ჩაატარა და ფრედ, 0:0 ითამაშა. შეყილაძე განაცხადში არ ყოფილა, მჭედლიძე კი მოედანზე 84-ე წუთზე შევიდა.

ამ შედეგით ქართველთა გუნდმა ლიგაში დარჩენის კარგი შანსი გაიჩინა. საპასუხო შეხვედრა "ემპოლის"
მოედანზე 8 ივნისს გაიმართება.

ემპოლის ნაბიჯი სერია B-სკენ (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული