მოსკოვის "სპარტაკმა" ჯანო ანანიძე "მონაკოში" არ გაუშვა

AutoSharing Option
საფრანგეთის მეორე დივიზიონში მოასპარეზე "მონაკოს" აღმასრულებელმა დირექტორმა ევგენი სმოლენცევმა დაადასტურა, რომ ჯანო ანანიძის გადაბირება სურდა.

კლუბი შარშან რუსმა მილიარდერმა დმიტრი რობოლოვლევმა შეიძინა, კლუბის მართვა კი თანამემამულეებს ჩააბარა. ასე აღმოჩნდა მოსკოვის "სპარტაკის" ყოფილი ტექნიკური დირექტორი მონაკოს სამეფოს გუნდის სადავეებთან.

სმოლენცევმა რუსულ ინტერნეტგვერდ "ბობსოკერთან" ინტერვიუში გაამხილა, რომ სხვებთან ერთად, ქართველი ფეხბურთელითაც იყო დაინტერესებული:

"ჩვენ მართლაც გვსურდა "მონაკოში" რამდენიმე სპარტაკელის გადაყვანა - ვგულისხმობ ბრაზილიელ ფორვარდ არისა და ანანიძეს. მოლაპარაკება დაწყებული იყო, მაგრამ საბოლოოდ "სპარტაკმა" ორივე ლეგიონერის გაშვებაზე უარი თქვა".

ანანიძე მონაკოში არ გაუშვეს
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ
რევაზ ჩელებაძე: ჯანო ანანიძე მოსკოვის "სპარტაკში" ისეთ დღეშია, ლამისაა ატირდეს!

ჯანო ანანიძეს რუსეთის ნაკრებში საქმეს თავად სერგეი ლავროვი უწყობდა!

ოლეგ რომანცევი: ჯანო ანანიძეს შანსი ბევრჯერ მიეცა, მაგრამ...


ჯანო ანანიძე მსოფლიოს ყველაზე იმედისმომცემ ფეხბურთელთა ათეულშია
მკითხველის კომენტარები / 2 /
ამას წინათ რვაზ ჩელებაძე წერდა: კარპინი თავისებური კაციაო. თავისებური კი არა ნაძირალაა ეგ კაცი ბატონო,რეზო. მასეთი ადამიანები ჩამოდით ევროპაში, იცხოვრეთ და ნახავთ, რომ ყოველ ფეხის ნაბიჯზე შეგვხდება!

პ.ს. ღმერთმა დაგიფაროთ!
Shoda
14:41 06-06-2012
0
კი მაგრამ ჩელებაძე არ ამბობდა ადრე სპარტაკში ჯობია ჯანოს დარჩენაო ვიდრე ევროპაში წასვლაო ჯერ მზად არ არისო
გიო
15:05 06-06-2012
0

სიახლეები პოპულარული