"ზესტაფონი" "დაუშვილის საქმეზე" ლვოვის "კარპატის" ფიფაში უჩივის

AutoSharing Option
უკრაინულმა "სპორტ ექსპრესმა" საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონისა" და გუნდის ყოფილი ფეხბურთელის, ბუბა დაუშვილის უკრაინულ "კარპატიში" გადაბარგებასთან დაკავშირებულ სკანდალურ სადავო საქმეს სტატია მიუძღვნა.

გამოცემამ ინტერვიუ "ზესტაფონის" პრეზიდენტ ილია კოკაიას და ლვოვის "კარპატის" გენერალურ დირექტორს, იგორ დედიშინს ჩამოართვა.

"სპორტ ექსპრესი უკრაინაში"
სიყვარულიდან სიძულვილამდე ერთი ნაბიჯია
როგორც "სე"-სთვის ცნობილი გახდა, საქართველოს ჩემპიონმა "ზესტაფონმა" ე. წ. დაუშვილის საქმეზე ფიფაში აპელაცია შეიტანა და ლვოვური კლუბი რეგლამენტური ნორმების დარღვევაში დაადანაშაულა.

გასული წლის აგვისტოში ინტერნეტში "ზესტაფონის" 22 წლის ნახევარმცველის, მურთაზ (ბუბა) დაუშვილის ფოტოსურათები გაჩნდა, სადაც ის ლვოვის "კარპატის"
88-ნომრიანი, თეთრ-მწვანე ფორმით პოზირებდა. ფოტოსთვის თანდართული ტექსტის თანახმად, ფეხბურთელსა და უკრაინულ კლუბს შორის შეთანხმება 4 წლით დაიდო და ის 2012 წლის 1 იანვრიდან უნდა ამოქმედებულიყო.

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელსა და "ზესტაფონს" შორის კონტრაქტის ამოწურვამდე კიდევ 6 თვემდე რჩებოდა და ამიტომ ქართული კლუბის წარმომადგენლებს პრეტენზია გაუჩნდათ - რატომ არ ჩააყენეს "კარპატიმ" და დაუშვილმა "ზესტაფონის" ხელმძღვანელობა საქმის კურსში წინასწარი მოლაპარაკებების თაობაზე, რითაც თითქოს ფეხბურთელების სტატუსსა და ტრანსფერებთან დაკავშირებული ფიფას რეგლამენტის პუნქტი დაირღვა.

ხელმძღვანელობისგან მალულად გარკვეული შეთანხმებების გაფორმების გამო დაუშვილი დუბლებში გადაყვანით დასაჯეს, თუმცა თავად ფეხბურთელი ქართულ პრესასთან საუბარში აცხადებდა, რომ "ზესტაფონთან" არანაირი გაუგებრობა არ ჰქონდა.

ალბათ, ასეც იქნებოდა, რომ არა ერთი დეტალი - ფიფას ნორმების თანახმად, ფეხბურთელის სანაცვლოდ, რომელიც 23 წლის ჯერ არ გამხდარა, საჭიროა აღმზრდელი კლუბისთვის კომპენსაციის გადახდა - თანხა განისაზღვრება იქ გატარებული წლების რაოდენობით. როგორც ქართული მხარე ამტკიცებს, დაუშვილმა "ზესტაფონში" 6 წელი და 4 თვე გაატარა. აქედან გამომდინარე, ყოველწლიური 60 ათასი ევროს გათვალისწინებით, "კარპატის" "ზესტაფონისთვის" სულ 380 ათასი ევრო მართებდა.

მოვლენები მოსალოდნელი სცენარით განვითარდა: ქართულმა კლუბმა, მისი აზრით, კანონით კუთვნილი თანხა მოითხოვა, ხოლო "კარპატიმ" სხვა პირობა შესთავაზა: 50 ათასი დოლარი და ფეხბურთელის შესაძლო მომავალ ტრანსფერში ღირებულების 10 პროცენტი.

მაგრამ ქართველები ამ წინადადებამ არ დააკმაყოფილა და მაშინვე "კარპატიმ" განაცხადა, რომ ფეხბურთელთან არანაირი კონტრაქტი არ გაუფორმებია და მასთან მხოლოდ ზეპირი შეთანხმება ჰქონდა. ამასთან, ლვოველებმა გამოთქვეს მზადყოფნა, რომ დაუცდიდნენ მაისს, როდესაც დაუშვილს 23 წელი შეუსრულდებოდა და მაშინ უკვე მას, სრულიად უფასოდ, კომპენსაციის გადახდის გარეშე აიყვანდნენ გუნდში.

"ზესტაფონმა" საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას მიმართა, რათა ის კლუბს, უკრაინელ კოლეგებთან ერთად, კონფლიქტის მოგვარებაში დახმარებოდა.

ამასობაში კი თავისუფალმა აგენტმა დაუშვილმა კონტრაქტი საფეხბურთო კლუბ "ლვოვთან" გააფორმა, ორი დღის შემდეგ კი თურქულ შეკრებაზე... "კარპატისთან" ერთად გაემგზავრა.

საბოლოოდ ქართველი ლეგიონერი უკრაინის პრემიერლიგის გუნდს იჯარის წესით შეუერთდა.

ძნელი მისახვედრი არაა, რაც "კარპატიმ" მოიმოქმედა. უკრაინის პირველი ლიგის "ლვოვს", რომელიც უეფას მესამე კატეგორიის კლუბებს მიეკუთვნება, წესის შესაბამისად, ფეხბურთელის ყოფილი კლუბისთვის კომპენსაციის გადახდა ყოველი წლისთვის არა 60, არამედ 30 ათასი ევრო მართებდა - ანუ სულ 190 ათასი ევრო, რაც ორჯერ ნაკლებია, ვიდრე ის თანხა, რაც "კარპატის" ექნებოდა გადასახდელი.

"კარპატი" უარყოფს დაუშვილთან კონტრაქტის 2011 წლის აგვისტოში გაფორმების ფაქტს. პრესით გავრცელებული სიახლისა და ფოტოსურათის ამბავს კი "მოლაპარაკების პროცესში სხვა კლუბების შესაძლო ჩარევის თავიდან აცილების" მცდელობით ხსნის. "ზესტაფონთან" მოლაპარაკება მართლაც მიმდინარეობდა, მაგრამ ქართველები შეთავაზებულმა პირობებმა არ დააკმაყოფილა. უკვე "ლვოვში" გადაბარგებული ფეხბურთელის იჯარით აყვანის შანსის ხელიდან გაშვება კი გონივრული არ იქნებოდა...

"ზესტაფონი" მაინც სრული კომპენსაციის მიღებას ეშურება და მიანიშნებს იმ ფაქტზე, რომლის თანახმად, "კარპატიმ" დაუშვილთან წინასწარი კონტრაქტი 2011 წლის აგვისტოში გააფორმა. ქართული კლუბის ხელმძღვანელობის აზრით, უკრაინელთა ამ ქმედებამ მათ ნიჭიერ ნახევარმცველზე სხვა პრეტენდენტები დაუფრთხო.

როგორ აფასებს ამ სიტუაციას "კარპატი"? კომენტარისთვის ლვოვური კლუბის გენერალურ დირექტორს, იგორ დედიშინს მივმართეთ.

- "ზესტაფონმა", სადაც უნდა, იქ იჩივლოს, თუნდაც - უეფაში, მაგრამ ეს "კარპატის" რატომ ეხება? ჩვენ ფეხბურთელ დაუშვილზე უფლება აბსოლუტურად კანონიერად და რეგლამენტით გათვალისწინებული ყველა ნორმის დაცვით მოვიპოვეთ. ქართული კლუბის მიერ ჩვენი მისამართით გამოთქმული ყველა პრეტენზია კი უსაფუძვლოა.

მესმის, რომ "ზესტაფონის" პრეზიდენტი ილია კოკაია ემოციური კაცია, მაგრამ მე მას ვურჩევდი, საკითხს მხოლოდ სამართლებრივ ჭრილში მიუდგეს, თორემ შესაძლოა, უკრაინის საფეხბურთო საზოგადოებაზე ზემოქმედების იმ მეთოდებზე, რომლებსაც ის მიმართავს, ჩვენი კლუბისგან მთლიანად ადეკ
ვატური პასუხი მოჰყვეს და "ზესტაფონის" პრეზიდენტს შემდეგ "კოკაიას საქმის" ფიგურანტად გახდომა მოუხდეს!

არ დავმალავ, ფეხბურთელთან მოლაპარაკებების დაწყების შემდეგ ჩვენ მართლაც მივიღეთ "ზესტაფონისგან" 2012 წლის 17 იანვრით დათარიღებული წერილი, სადაც ის 360 ათასი ევროს კომპენსაციის გადახდას ითხოვდა. საკითხის დეტალური განხილვის შემდეგ "კარპატიმ" საპასუხო წერილში კოლეგებს განუმარტა, რომ მათი მოთხოვნები უსაფუძვლო იყო: ქართულმა კლუბმა ყურადღება არ მიაქცია ფეხბურთელთა ტრანსფერებისა და სტატუსთან დაკავშირებით ფიფას რეგლამენტის ზოგიერთ ნაწილს. მათ სინამდვილეში ფეხბურთელის მომზადებისთვის გადასა
ხდელი კომპენსაცია, ჩვენი გათვლებით, მხოლოდ სამი სეზონისთვის ეკუთვნოდათ: 2005/06, 2006/07 და 2007/08 წლებისთვის.

ამის გათვალისწინებით, ჩვენ შევთავაზეთ კომპენსაციის თანხის რესტრუქტურიზაცია, "ზესტაფონის" სასარგებლოდ 50 ათასი დოლარის გადახდით, დანარჩენის კი - "კარპატიდან" მესამე კლუბში ფეხბურთელის ტრანსფერიდან გარკვეული პროცენტის სახით. ამავდროულად, ჩვენ ვაცნობეთ, რომ იმ შემთხვევაში, თუკი "ზესტაფონი" რესტრუქტურიზაციასთან დაკავშირებით პირობას არ დათანხმდებოდა, "კარპატი" ფეხბურთელთან კონტრაქტის გაფორმებას 2012 წლის ზაფხულამდე გადადებდა - ანუ იმ დროისთვის, როდესაც დაუშვილს 23 წელი შეუსრულდებოდა.

გასაგები იყო, რომ ასეთ შემ
თხვევაში "ზესტაფონი" ვერანაირ კომპენსაციას ვეღარ მიიღებდა. თუმცა ქართული კლუბის ხელმძღვანელობა არათუ დაყაბულდა ჩვენს წინადადებას, მასმედიით მას "სასაცილო" უწოდა.

შესაძლოა, ქართული კლუბი დაბრმავებული იყო თავისი ფეხბურთელის დაუმორჩილებლობის გამო, რომელსაც ბოლო თვეებში არ სურდა "ზესტაფონთან" ახალი კონტრაქტის გაფორმება...

ჩვენთვის ნათელი გახდა, რომ რეგლამენტით გათვალისწინებულ კომპენსაციასა და მით უმეტეს, მის რესტრუქტურიზაციას "ზესტაფონი" არ დათანხმდებოდა და ამიტომ დაუშვილსა და მისთვის სანდო პირს ვაცნობეთ, რომ პრობლემური ფეხბურთელი არ გვჭირდებოდა და თანამშრომლობაზე უარი შევუთვალეთ. თუმცა სულ მალე საფეხბურთო კლუბ "ლვოვის" ხელმძღვანელობამ გვაცნობა, რომ დაუშვილთან კონტრაქტი გააფორმა და მასზე უფლებების ყიდვა შემოგვთავაზა.

მოლაპარაკებების შედეგად მურთაზ დაუშვილი "კარპატიში" იჯარის წესით გადმოვიდა.

აი, სულ ესაა. 2011 წლის 20 აგვისტოთი დათარიღებული დაუშვილის ფოტო კი, რომელზეც დაუშვილის პრეზენტაციაა "კარპატის" 88-ნომრიანი მაისურით, სხვა არაფერია, თუ არა ფოტომონტაჟი. ვინ გააკეთა ის და რა მიზნით - შეგვიძლია მხოლოდ ვივარაუდოთ...

ხაზს ვუსვამ, ჩვენ არანაირი რეგლამენტი არ დაგვირღვევია. არც ვმალავთ, რომ ევროპის ლიგაზე "კარპატისა" და "ზესტაფონის" დაპირისპირების შემდეგ დაუშვილის გამოსვლას ვაკვირდებოდით, თუმცა ქართულ კლუბთან კონტრაქტის ამოწურვამდე ფეხბურთელთან არანაირი ოფიციალური მოლაპარაკება არ გვქონია და არც შეთანხმ
ება დაგვიდია. მურთაზ დაუშვილთან მოლაპარაკება მხოლოდ 2012 წლის იანვარში, მისი ლვოვში ჩამოსვლის შემდეგ დავიწყეთ.

იმის გათვალისწინებით, რომ "კარპატის" არ დაურღვევია ფიფას რეგლამენტის არცერთი პუნქტი, ჩვენთვის აბსოლუტურად გაუგებარია "ზესტაფონის" მცდელობა, ექსკალაცია მოახდინოს გამოგონილი, ფაქტობრივად, არარსებული კონფლიქტი
სა. მურთაზ დაუშვილი ჩვენი კლუბის ფეხბურთელი აბსოლუტურად კანონიერად გახდა...

* * *
"ზესტაფონის" პრეზიდენტმა ილია კოკაიამ გაზეთს საპირისპირო უთხრა.

- დიდი იმედი გვაქვს, რომ "კარპატისგან" კუთვნილ თანხას მივიღებთ. ის ქმედებები და არგუმენტები, რითაც ლვოველები თავის გამართლებას ცდილობენ, ჩემი აზრით, კარგად გამოხატავს ამ კლუბის ხელმძღვანელობის სახეს.

მათთან ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა და სიმართლე გითხრათ, არც მოველოდი ასეთ რამეს, მაგრამ თურმე შესაძლოა, ფეხბურთელთა ტრანს
ფერების განსახორციელებლად მსგავსი მუხანათური სქემები მათთვის ჩვეულებრივია...

ყველამ კარგად იცის, ქართული კლუბების ბიუჯეტი გაცილებით მოკრძალებულია, ვიდრე უკრაინულის. ჩვენი ერთადერთი შემოსავალი - ფეხბურთელების გაზრდა და გაყიდვაა. სწორედ ამიტომ ჩვენი უფლებების დასაცავად ბოლომდე ვიბრძოლებთ.

არ გვინდოდა, საქმე საერთაშორისო სკანდალამდე მიგვეყვანა, მაგრამ "კარპატისგან" ვერავითარი კონსტრუქციული ქმედება ვერ დავინახეთ და იძულებულნ
ი გავხდით, ფიფასთვის მიგვემართა.

ასევე იხილეთ
ბუბა დაუშვილი თავისუფალი აგენტი გახდა

"ზესტაფონისა" და "კარპატი-დაუშვილის" სკანდალური საქმე - უკრაინული ვერსია

ბუბა დაუშვილი: ილია კოკაია პრეზიდენტი კი არა, მონათმფლობელია!


"ზესტაფონი" ლვოვის "კარპატის" არაფერს შეარჩენს - დავაში ფიფა ჩაერევა!


ილია კოკაია: ლვოვის "კარპატიმ" ამ თაღლითურ სქემაზე პასუხი უნდა აგოს!
მკითხველის კომენტარები / 1 /
დავიღალეთ რა ამ ჩახლართული სქემების შიფრით,გარკვევს ფიფა და ეგ იქნება
zaza
19:25 06-06-2012
0

სიახლეები პოპულარული