გიორგი განუგრავას ახალი გუნდის ძებნა მოუწევს

AutoSharing Option
გიორგი განუგრავა, რომელიც უნგრული "დიორ ეტოს" საკუთრებაა, ახალ გუნდს ეძებს.

მიუხედავად იმისა, რომ დიორელებთან ქართველ ფეხბურთელს კონტრაქტით წელიწადნახევარი კიდევ აკავშირებს, სავარაუდოდ, მხარეები ურთიერთთანამშრომლობას აღარ გააგრძელებენ და განუგრავას უნგრული კლუბი ტრანსფერზე დააყენებს.

"დიორ ეტოს" 24 წლის ქართველი ფეხბურთელის დატოვება რომ აღარ სურდა, ცხადი მაშინ გახდა, როცა განათხოვრების წესით ორ სხვადასხვა გუნდში გაუშვა.

"ლომბარდ პაპაში" განუგრავა ფინანსური კრიზისის გამო არ დარჩა, ბოლო გუნდი "ზალაეგერსეგი" კი უმაღლესი ლიგიდან გავარდა.

განუგრავა ახლა არდადეგებზე თბილისშია და მასთან გასაუბრების საშუალება მოგვეცა. გვითხრა, რომ "ზალაეგერსეგს" მისი გამოსყიდვის
სურვილი აქვს, თუმცა მეორე ლიგაში თამაშზე თავს იკავებს. გარდა ამისა, კლუბს მისი ფინანსური დავალიანებაც გასასტუმრებელი აქვს.

- ალბათ, უკეთესი იქნება, საქართველოში დავბრუნდე. 17 ივნისს მივფრინავ უნგრეთში და "დიორ ეტოსთან" გავარკვევ ურთიერთობას. სავარაუდოდ, ტრანსფერზე დამაყენებენ. დარჩენა არც მე მსურს.

- ქართული კლუბებიდან თუ მიიღე შემოთავაზება?
- რეალური ჯერ არაფერია. ჩავალ უნგრეთში და ვნახოთ, რა იქნება. ბოლო კლუბის მწვრთნელს ვესაუბრე და მითხრა, რომ ყველანაირ პირობას შემიქმნიან. დავილაპარაკებთ და გადაწყდება.

ამ მომენტში ნამდვილად არ მაქვს ის ვარიანტი, რაც დამაკმაყოფილებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ამაზე კარგ მომავალს ფიქრობდნენ და ერთი წელი საუკეტესო ახალგაზრდადაც კი აღიარეს ახლა კიდევ კლუბებს ეძებს.მიდი ილიასთAნ დუბლებში მაინც გათAმაშბეს
irakli1805
16:50 14-06-2012
0

სიახლეები პოპულარული